» » GOAL: მოურინიოს დუგლას კოშტა სურს

GOAL: მოურინიოს დუგლას კოშტა სურს

3-06-2017, 15:49 LEV4NI ჭორები 0

GOAL: მოურინიოს დუგლას კოშტა სურს
ტრანსფერებთან დაკავშირებული სპეკულაციები ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო, მათი გარკვეული ნაწილი უკვე განხორციელდა ნაწილი კი უდიდესი ინტერესის საგანია.

როგორც ჩანს ბავარიული კლუბის ბრაზილიელი ვინგერი ერთ-ერთია იმათ შორის ვინც შეიძლება კლუბი ნამდვილად შეიცვალოს, დუგლას კოშტა არ მალავს უკმაყოფილებას მისი ამჟამინდელი მდგომარეობით კლუბში, თუმცა საინტერესოა რომ სათამაშო პრაქტიკის სიმცირის გარდა მისთვის უკმაყოფილების მიზეზს ანაზღაურებაც წარმოადგენს.

რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ ინტერვიუში რომელიც ფეხბურთელმა ერთ-ერთ ცნობილ სპორტულ გამოცემას მისცა, კოშტამ ღიად მოუწოდა ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობას მასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყებისკენ, ეს ყველაფერი კი ბაიერნის ხელმძღვანელებს ნამდვილად არ მოეწონათ.

სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც ახალგაზრდა ბრაზილიელი გერმანიას დატოვებდა და კარიერის გასაგრძელებლად სხვა რომელიმე კლუბში გადავიდოდა...

როგორც ჩანს ეს ყველაფერი აზრს მოკლებული სულაც არ ყოფილა, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ მოგვისმენია, რამდენიმე კლუბმა მის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობა დაიწყო.

თუმცა გამოიკვეთა კლუბი რომელიც კოშტასათვის ბრძოლაში ლიდერობს, ეს ჟოზე მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედია რომლისთვისაც გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

მოურინიოს მოთამაშეებმა გასულ სეზონში რამდენიმე სხვა ტიტულთან ერთად უეფას ევროპის ლიგაც მოიგეს, რომლის საშუალებითაც „წითელმა ეშმაკებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატების მისაღწევად ჟოზეს ახალი მოთამაშეები ნამდვილად სჭირდება, განაპირა შემტევის პოზიციაზე კი როგორც ჩანს პორტუგალიელ სპეციალისტს დუგლას კოშტას განწესება სურს.

რთული სათქმელია თუ რამდენად მივა ეს ტრანსფერი ლოგიკურ დასასრულამდე, მანჩესტერში კი ის ნამდვილად იციან რომ კოშტას შეძენა მათ მინიმუმ 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.