» » Sport.es "ბარსელონამ" დუგლას კოშტას დაუმიზნა

Sport.es "ბარსელონამ" დუგლას კოშტას დაუმიზნა

7-06-2017, 10:57 -ss- ჭორები 0

Sport.es
კატალონიის "ბარსელონა", მიუნხენური კლუბის შემტევი ნახევარმცველის, დუგლას კოშტას ტრანსფერის განხორციელებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ იტყობინება ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport.es. აღსანიშნავი ფაქტია, რომ დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელი ვინგერის ხელში ჩასაგდებათ არაერთი ევროპული გრანდი აცხადებს პრეტენზიას. მათ შორის, მანჩესტერ "იუნაიტედი" და ტურინის "იუვენტუსი".

რაც შეეხება უშუალოდ კატალონიური გიგანტის დაინტერესებას. წაყაროს თქმით, "ბარსელონას" ახალად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, კლუბის ხელმძღვანელობას მარჯვენა ფლანგის გაძლიერება მოთხოვა. ერნესტო ვალვერდეს, ესაჭიროება ისეთი შემტევი ნახევარმცველი, რომლის ფიზიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოწინააღმდეგე გუნდის უკანახაზელებს, ერთი-ერთზე თამაშის შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები შეუქმნას.-აღნიშნავს ესპანური სპორტული გამოცემის ჟურნალისტი.

2016-2017 წლის განვლილ საფეხბურთო სეზონში, ბრაზილიელ ვინგერსა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, არსებული ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდა. დუგლას კოშტამ, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ძირითად თერთმეტეულში მხოლოდ 13 ჯერ იყო წარმოდგენილი. აღნიშნულ ტურნირზე 26 წლის ფეხბურთელის მონაგარი კი, 4 გატანილ გოლს და 6 შედეგიან გადაცემას ითვლის. transfermarkt-ის ინფორმაციით, სამხრეთამერიკელი შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება, 30 მილიონ ევროს შეადგენს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.