» » ლევანდოვსკი თანაგუნდელებით უკმაყოფილო დარჩა

ლევანდოვსკი თანაგუნდელებით უკმაყოფილო დარჩა

9-06-2017, 14:04 dachi8 სიახლეები 0

ლევანდოვსკი თანაგუნდელებით უკმაყოფილო დარჩა
“ბავარიის“ პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ აღიარა, რომ ბოლო სეზონის შედეგებით იმედგაცრუებულია, სადაც გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირი მისი ყოფილი თანაგუნდელი პიერ ემერიკ ობამეანგი გახდა.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა პიერ-ემერიკ ობამეანგმა პოლონელ თავდამსხმელს 1 გოლით გადაუსწრო. საბოლოო შედეგებით რობერტ ლევანდოვსკის 30 გოლი დაუგროვდა ბუნდესლიგაში, ხოლო გაბონელ თავდამსხმელს 31.

„ამ მომენტისათვის ამაზე ფიქრი უკვე აღარ იწვევს ჩემში ტკივილს, მაგრამ ბუნდესლიგის ბოლო მატჩის დასრულებისთანავე თავს გაბრაზებულად ვგრძნობდი, იმედგაცრუებული ვიყავი ჩემი თანაგუნდელებით. შეიძლება ითქვას, რომ უკმაყოფილო ვიყავი ჩემი კოლეგების თანადგომით. ასეთი იყო ჩემი გრძნობები მაშინ“ - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი „ფრაიბურგთან“ „ბავარიელების“ სასარგებლოდ დასრულდა ანგარიშით 4:1, სადაც გოლებით, არიენ რობენი, არტურო ვიდალი, ფრანკ რიბერი და იოშუა კიმიხი გამოირჩნენ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.