» » Sport Bild: იუპ ჰაინკესი ტონი კროოსის შესახებ საუბრობს

Sport Bild: იუპ ჰაინკესი ტონი კროოსის შესახებ საუბრობს

11-06-2017, 12:03 -ss- სიახლეები 0

Sport Bild:  იუპ ჰაინკესი ტონი კროოსის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი, ლეგენდარული იუპ ჰაინკესი, მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველის, ტონი კროოსის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, 72 წლის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კროოსი ყველა მწვრთნელისათვის სასურველი მოთამაშეა და მადრიდული კლუბის რიგებში ასპარეზობისას, როგორც ფეხბურთელი იგი კიდევ უფრო უკეთესი გახდა.

"ტონი 27 წლის არის. ამ დროის განმავლობაში კი ის 3 ჯერ გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად გაიფორმა ტრიპლეტი და გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ახლა მან ბუცები უბრალოდ ლურსმანზე უნდა ჩამოკიდოს."

"კროოსი ნამდვილი სტრატეგია. როგორც ფეხბურთელი, "სამეფო" კლუბის შემადგენლობაში, ტონი კიდევ უფრო უკეთესი გახდა. იგი თამაშობს ზუსტად ისე, როგორც ყველა მწვრთნელს სურს, რომ ითამაშოს მისმა ფეხბურთელმა"-ციტირებს იუპ ჰაინკესის სიტყვებს გამოცემა Sport Bild-ი.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი დააფიქსირა თავად გერმანელმა ნახევარმცველმა. ჟურნალისტებთან საუბრისას კროოსმა აღნიშნა, რომ მას კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოპოვების სურვილი აქვს და საფეხბურთო კარიერის ნაადრევად დასრულებას არ აპირებს.

"მე არ შემიძლია საკუთარი კარიერის დასრულება, მხოლოდ იმის გამო რომ ეს ტიტულები მოვიპოვე. ყოველთვის მაქვს ახალი მიზანი, როგორც მადრიდის "რეალში", ისე გერმანიის ეროვნულ ნაკრებში. მსურს მოვიგო ყველაფერი"-განაცხადა ექს-ბავარიელმა
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.