» » ტიაგო: გვარდიოლამ გერმანული ფეხბურთი შეცვალა

ტიაგო: გვარდიოლამ გერმანული ფეხბურთი შეცვალა

11-ივნ-2017, 16:17
0293
მიუნხენის ბაიერნის ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა საინტერესო კომენტარს აკეთებს თავის ყოფილ მწვრთნელთან დაკავშირებით, ალკანტარას თქმით პეპმა გერმანულ ფეხბურთს თავისი ხელი დაატყო.

„გვარდიოლამ უდიდესი წვრილი შეიტანა გერმანული ფეხბურთის ტრანსფორმაციაში, კატალონიელმა ბურთის კონტროლი და პოზიციური თამაში ახალ სიმაღლეზე აიყვანა“

„ბუნდესლიგა ყოველთვის იყო ტურნირი რომელშიც წარმატების მისაღწევად უდიდესი ფიზკური მომზადება და ძალა გახლდათ საჭირო“

„პეპმა კი მოახერხა რაღაც ახლის გამოგონება, მან უდიდესი ყურადღება დაუთმო პოზიციურ თამაშს რამაც შედეგი ნამდვილად მოიტანა, მიმაჩნია რომ სრულად არ არის შემთხვევითი ის ფაქტი რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ გახდა“

შეგახსენებთ რომ პეპ გვარდიოლა მიუნხენულ გიგანტს 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ამ პერიოდში კი მან 3 ბუნდესლიგის ტიტული, 2 პოკალის თასი, ერთი უეფას სუპერ თასი და ამდენივე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა.

ამ ყველაფრის შემდეგ კი კატალონიელმა სპეციალისტმა მიუნხენური გრანდი დატოვა და ინგლისში მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის რანგში განაგრძო საფეხბურთო მოღვაწეობა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..