» » TZ პორტალი "ბავარიის" გულშემატკივრებს ამშვიდებს

TZ პორტალი "ბავარიის" გულშემატკივრებს ამშვიდებს

11-ივნ-2017, 19:42
0384
მიუნხენური პორტალი TZ თვლის, რომ ჩილელი ფორვარდის ალექსის სანჩესის ტრანსფერი „ბავარიაში“ გარდაუვალია და გერმანული გრანდის გულშემატკივრების ნერვიულობა ჭორებზე, იმის შესახებ, რომ ჩილელი „მანჩესტერ სიტიში“ აღმოჩნდება აზრს მოკლებულია.

TZ თვლის, რომ ეს ჭორები კონფედერაციის თასის დასრულებამდე გაგრძელდება, სადაც ალექსის სანჩესი ჩილეს ნაკრების რიგებში იასპარეზებს. გამომცემლობა თვლის, რომ ტურნირის დასრულების შემდგომ შედგება მისი „ბავარიაში“ გადმოსვლა.

მაგალითისათვის კი გამომცემლობას არტურო ვიდალის ტრანსფერი მოყავს 2015 წელს. მაშინ სხვა ტურნირის განმავლობაში (ამერიკის თასი) ჩილელ ნახევარმცველს „ჩელსისა“ და „არსენალს“ უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ვიდალი „ბავარიაში“ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გრანდმა ალექსის სანჩესს ხელფასის სახით კვირაში 470 ათასი ევრო შესთავაზა. თუ აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდება ჩილელი ფორვარდი რეკორდმაისტერში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, რობერტ ლევანდოვსკის, თომას მიულერისა და მანუელ ნოიერის შემდეგ.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..