» » Mirror: "არსენალი" სანჩესის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერს დაბლოკავს

Mirror: "არსენალი" სანჩესის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერს დაბლოკავს

12-06-2017, 22:49 dachi8 სიახლეები 0

Mirror:
ალექსის სანჩესის შიში იმის შესახებ, რომ „არსენალი“ მის ტრანსფერს „მანჩესტერ სიტიში“ დაბლოკავს და „ბავარია“ გახდება მისი ერთადერთი გასაქცევი ადგილი საფუძველს მოკლებული არ ყოფილა იუწყება ინგლისური ინტერნეტ-გამოცემა Mirror.

“არსენალს“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი საკვანძო ფეხბურთელი პრემიერ-ლიგაში არ გაყიდოს, იმის მიუხედავად, რომ „სიტი“ მზადაა „ბავარიის“ შეთავაზება გამოისყიდოს 40 მილიონ ფუნტად და ხელფასის სახით ჩილელ თავდამსხმელს კვირაში 280 000 ფუნტი სტერლინგი დაუნიშნოს.

28 წლის ჩილელ თავდამსხმელს „მეთოფეებთან“ 2018 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, ამჟამინდელი მისი ხელფასი კვირაში 130 000 ფუნტ სტერლინგს უტოლდება, ახალი კონტრაქტით კი „არსენალი“ მზადაა კვირაში თავის თავდამსხმელს 275 000 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს.

სჩანს, აღნიშნული ზაფხულის ყველაზე დიდ სატრანსფერო საგად იქცა, მაგრამ „არსენალი“ ამის მიუხედავად ყველა ღონეს ხმარობს ჩილელის შესანარჩუნებლად და „მანჩესტერ სიტიში“ მის ტრანსფერს დაბლოკავს.

„მანჩესტერ სიტი“ თავის მხრივ მზადაა 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს „არსენალს“ სანჩესის სანაცვლოდ, რადგან პეპ გვარდიოლას დიდი სურვილი აქვს ალექსისი გუნდის ნაწილი გახადოს მომავალი სეზონიდან. „სიტიმ“ უკვე 78 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა 2 მთავარი მიზნის - ედერსონისა და ბერნარდო სილვის შეძენისათვის და გუნდის გაძლიერებას კვლავაც აგრძელებს, „ქალაქელების“ მორიგი სამიზნე კაილი უოკერია და ასევე მარცხენა მცველის შეძენა აქვთ გადაწყვეტილი.

„მანჩესტერ სიტიმ“ სანჩესის შეძენა #1 პრიორიტეტად დაისახა და სჯერათ რომ ფეხბურთელის სურვილიც მათ სურვილებს ემთხვევა, თუმცა ინფორმირებულნი არიან „არსენალის“ პოზიციის შესახებ.

„მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უკვე განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მომავალ სეზონზე თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან ალექსის სანჩესი, ვიდრე ამ საზაფხულო ტრანსფერის განმავლობაში ის „მანჩესტერ სიტიში“ ან „ჩელსიში“ გაუშვან.

„არსენალს“ დღემდე არ დაუკარგავს იმედი სანჩესის შენარჩუნებაზე, რომელიც გასულ სეზონში ბომბარდირი გახდა 22 გოლით და მის თანაგუნდელ მესუთ ოზილსაც გაუკეთეს მეგა სახელფასო შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში.

„ბავარიამ“ უკვე გააკეთა თავისი შეთავაზება ალექსის სანჩესის თაობაზე, მაგრამ გერმანულ გიგანტი შიშობს, რომ ფეხბურთელი პრემიერ-ლიგაში დარჩენას ამჯობინებს და უკვე იმედი აქვთ გადაწურული, - ნათქვამია ინგლისურ გამოცემაში.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.