» » ტოლისო: მსურს ყველას დავანახო, რომ რაიმედ ვღირვარ

ტოლისო: მსურს ყველას დავანახო, რომ რაიმედ ვღირვარ

18-06-2017, 19:40 dachi8 სიახლეები 0

ტოლისო: მსურს ყველას დავანახო, რომ რაიმედ ვღირვარ
“ბავარიის“ ფრანგი ახალწვეული კორენტინ ტოლისო, რომელიც რეკორდმაისტერს სულ ახლახანს შეუერთდა, მოხარულია ამ ტრანსფერით და იმედოვნებს, რომ თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა ახალ კლუბში.

- „არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე გავაცნობიერე, თუ რა მოხდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი ისეთ კლუბთან დავდე, როგორიც „ბავარიაა“, - ციტირებს კორენტინის სიტყვებს Telefoot.

„ ახლა ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება, რადგან ჩემს ოჯახურ წრეში ვეღარ ვიცხოვრებ. მსურს „ბავარიას“ ვაჩვენო, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ჩემში ამხელა თანხა რომ გადაიხადა. როდესაც მათი ინტერესის შესახებ შევიტყე, ყოყმანის გარეშე დავთანხმდი. თავიდან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დამირეკა. მან მითხრა, რომ „ბავარია“ - ეს დიდი კლუბია, ამიტომ მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა ჩემი მთავარი ამოცანა - ეს „ბავარიის“ შემადგენლობაში ჩაჯდომაა, შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება. მსურს ყველას დავანახო, რომ რაიმედ ვღირვარ“.

“ბავარიამ“ „ლიონის“ 22 წლის ფრანგი ნახევარმცველი 41,5 მილიონ ევროდ გაიფორმა, რასაც მომავალში ბონუსებიც დაემატება. კორენტინ ტოლისოსთან რეკორდმაისტერმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.