» » სისოკომ დემბელე "ბავარიას" შესთავაზა

სისოკომ დემბელე "ბავარიას" შესთავაზა

5-07-2017, 14:52 dachi8 ჭორები 0

სისოკომ დემბელე
დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე ძალებს არ იშურებს იმისათვის, რომ ამ ზაფხულს თავისი ამჟამინდელი კლუბი დატოვოს, იტყობინება გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild.
ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით, 20 წლის ფეხბურთელის აგენტმა მუსა სისოკომ თავისი კლიენტი მიუნხენის „ბავარიას“ და „ბარსელონას“ შესთავაზა.

ადრე ვრცელდებოდა „ბორუსიის“ სპორტული დირექტორის მიხაელ ცორკის სიტყვები დემბელეს მომავალთან დაკავშირებით. კერძოდ, ცორკმა აღნიშნა, რომ გერმანული კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში და ხელმძღვანელობა გამორიცხავს დემბელეს დორტმუნდიდან გამგზავრებას.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითონ დემბელეს სურდა „ბორუსიის“ დატოვება იმ მიზეზის გამო, რომ ტომას ტუხელმა სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

უსმან დემბელეთი დაინტერესებულნი არიან ისეთი კლუბები, როგორიცაა „ბარსელონა“, „მანჩესტერ სიტი“ და „პსჟ“. თუმცა, „ბორუსიის“ ახალ დამრიგებელ პეტერ ბოშს მოახლოებულ სეზონში ფრანგი შემტევის იმედი აქვს.

Transfermarket-ი ფრანგ შემტევს 33 მილიონად აფასებს, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხა გაცილებით მეტი იქნება. გერმანულმა კლუბმა 20 წლის თავდამსხმელი გასულ სეზონში ფრანგული „რენედან“ 14 მილიონ ევროდ შეიძინა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.