» » ვიდალმა „ინტერში“ გადასვლაზე უარი განაცხადა და შესაძლოა „ბავარიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს

ვიდალმა „ინტერში“ გადასვლაზე უარი განაცხადა და შესაძლოა „ბავარიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს

6-07-2017, 16:54 dachi8 ჭორები 0

ვიდალმა „ინტერში“ გადასვლაზე უარი განაცხადა და შესაძლოა „ბავარიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს
„ბავარიის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი მიუნხენური კლუბის ერთგული რჩება. ჩილელის კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულს იწურება, მაგრამ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა მზადაა მას ხელშეკრულება 2021 წლამდე გაუხანგრძლივოს.

არტურო ვიდალის ხელფასი მიუნხენურ კლუბში 20%-ით გაიზრდება და ახალი ხელშეკრულების მიხედვით მისი ხელფასი წლიურად 15 მილიონ ევროს გაუტოლდება, იუწყება El Mercurio.

ინფორმაციის წყარო აღნიშნავს, რომ 30 წლის ვიდალით იტალიური „ინტერია“ დაინტერესებული. მილანელები მზად არიან ჩილელ ფეხბურთელში 60 მილიონი დოლარი გადაიხადონ (52,8 მილიონი ევრო), მაგრამ ნახევარმცველი კლუბის გამოცვლით არაა დაინტერესებული, რადგან „ბავარიამდე“ ის „იუვენტუსის“ ფერებს იცავდა.

თუმცა, ვიდალის შესახებ ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა ჭორებიც გავრცელდა, კერძოდ გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Sport1 ჩინეთის გამოცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჩილელი ნახევარმცველი შესაძლოა მომავალ სეზონში ერთ-ერთ ჩინურ კლუბში გვეხილა.

გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, არტურო ვიდალმა გერმანიის ჩემპიონატის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.