» » მათიას ზამერი: „ბაიერნი“ არასტაბილურია სპორტული დირექტორის გარეშე

მათიას ზამერი: „ბაიერნი“ არასტაბილურია სპორტული დირექტორის გარეშე

14-07-2017, 03:05 dachi8 სიახლეები 0

მათიას ზამერი: „ბაიერნი“ არასტაბილურია სპორტული დირექტორის გარეშე
“ბაიერნის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა Sport Bild-თან მიუნხენური კლუბის ვაკანტური თანამდებობის შესახებ ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ბუნდესლიგის ჩემპიონებმა ჯერაც ვერ შეავსეს ის ვაკანტური თანამდებობა, რომელიც მათიას ზამერმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გასულ ზაფხულს დატოვა.

49 წლის სპეციალისტი „ბაიერნს“ 2012 წელს შეუერთდა და მისი სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნიდან რეკორდმაისტერი 4-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ასევე 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის, გერმანიის თასისა და ბუნდესლიგის გამარჯვებულიც.

„ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა კლუბში, ამიტომაც „ბაიერნი“ ასე მიისწრაფვის საუკეთესო არჩევანი გააკეთოს. აუცილებლად საჭიროა ვიღაც, რომელიც ფეხბურთელებს, თანამშრომლებს, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელობას ერთმანეთს დააკავშირებს. ეს კლუბს უფრო ძლიერს ხდის“, - განაცხადა ზამერმა.

წინა სეზონში „ბაიერნის“ იმედები “ტრიპლეტზე”, აპრილის 8 დღეში გაქრა, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ დამატებით დროში დამარცხდნენ, რასაც გერმანიის თასის ნახევარფინალში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 3:2 დამარცხება მოჰყვა.

ზამერი მიიჩნევს, რომ „ბავარიელების“ ეს 2 მარცხი შეიძლება თავიდან ყოფილლიყო აცილებული მათ რომ სპორტული დირექტორი ჰყოლოდათ.

„ბაიერნი“ დომინირებდა მადრიდის „რეალთან“ დიდი დროის განმავლობაში, მაგრამ უცაბედად მათ თავისი ერთიანობა და სტაბილურობა დაკარგეს“, - იძახის მათიასი.

„იგივე განმეორდა „დორტმუნდთან“ მატჩის მე-2 ტაიმშიც გერმანიის თასზე. ეს შემთხვევითობა არაა რომ ზუსტად იმ გარკვეულ ფაზებში გუნდი სტაბილურად და ერთიანად არ გამოიყურებოდა“.

“ბაიერნმა“ თავის თავს კითხვა უნდა დაუსვას. მათ რუტინულ ყოველდღიურობაში ამას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა და სპორტული დირექტორი დაეხმარებოდა ფეხბურთელებსა და მწვრთნელს რჩევებით. მედიცინაში ამას პრევენციას ეძახიან და იგივე ითქმის თამაშის მენტალურ მხარეზეც. მაღალ საფეხურებზე ბევრი რაღაც ადრეულად უნდა შეიმჩნეოდეს და ჩასახვისთანავე უნდა იყოს ზომები მიღებული მის აღმოსაფხვრელად და ეს წესი ყოველდღიურად უნდა დაიცვა“.

„ზოგჯერ ადამიანის სტრუქტურას პრობლემები აქვს ფიზიო მომზადებასთან დაკავშირებით ან ექიმს სამწვრთნელო შტაბთან. ეს ყოველდღიური ცხოვრებაა საფეხბურთო კლუბის. ამიტომ, აქ აუცილებლად უნდა იყოს ვიღაც, რომელიც ამ პრობლემებზე იზრუნებს კლუბის ინტერესებისა და წარმატებისათვის. საფეხბურთო კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში შენ შეიძლება ზოგჯერ რაღაც პროცენტი გამოგეპაროს, ამიტომაცაა, რომ მხოლოდ 11 ფეხბურთელია ხოლმე ბედნიერი და დანარჩენი 13 ან 14 არა, ან მაგალითისათვის ზოგჯერ მწვრთნელი ნაწყენია ფეხბურთელზე და უბრალოდ არ ელაპარაკება მას. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს პოზიცია შეუცვლელი და აუცილებელია“ - იძახის ზამერი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.