» » ვარჯიში შანხაიში

ვარჯიში შანხაიში

18-07-2017, 16:41 dachi8 სიახლეები 0

ვარჯიში შანხაიში
შანხაიში ჩაფრენიდან პირველივე დღეს „ბავარიელებისათვის“ ცხადი გახდა, რომ ექსტრემალურ პირობებში მოუწევდათ ვარჯიშების ჩატარება და მუშაობა. სამშაბათს გუნდი დილის 11 საათისათვის შანხაის სტადიონზე გავიდა, ჰაერის ტემპერატურა კი +35 გრადუსს აღწევდა. 80% ჰაერის ფარდობით ტენიანობასთან ერთად ეს პირობები ოპტიმალურიდან ძალიან შორსაა.

24 მილიონიანი მეტროპოლის ცათამბჯენების ფონზე „ბავარიელებმა“ იოლი მოთელვებით დაიწყეს, შემდეგ რამოდენიმე ვარჯიში ჩაატარეს გადაცემებზე, არ ავიწყდებოდათ შესვენებების გაკეთება და წყლის დალევა რა თქმა უნდა.

მოედანზე წყლით სავსე ბოთლებით ყუთები იდგა, არა მხოლოდ ფეხბურთელებისათვის, არამედ გულშემატკივრებისთვისაც, რომლებიც ვარჯიშების სანახავად მოვიდნენ. ამასთან, ზოგიერთი მათგანის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდა, თითქოს ძლიერ წვიმაში მოხვდნენ. პირველი ვარჯიში დაახლოებით 1 საათამდე გაგრძელდა. დავიდ ალაბამ ის ძალიან მოკლედ დაახასიათა: „ცხელა“!

საღამოს, მიულერისა და კარლო ანჩელოტის პრეს-კონფერენციის შემდეგ „ბავარიელებს“ კიდევ ერთი ვარჯიში ელოდება. ხვალ გუნდს პირველი სატესტო მატჩი ელოდება აზიური ტურის ფარგლებში ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ. ასე, რომ შანხაიში კვლავ დაცხება ნებისმიერ შემთხვევაში !

ვარჯიში შანხაიში


ვარჯიში შანხაიში


ვარჯიში შანხაიში


ვარჯიში შანხაიში


ვარჯიში შანხაიში


ვარჯიში შანხაიში


ვარჯიში შანხაიში


ვარჯიში შანხაიში


ვარჯიში შანხაიში


ვარჯიში შანხაიში
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.