» » "არსენალმა" "ბავარია" პენალტების სერიაში დაამარცხა

"არსენალმა" "ბავარია" პენალტების სერიაში დაამარცხა

20-07-2017, 01:22 dachi8 სიახლეები 0

მეტად უიღბლოდ აიღო სტარტი „ბავარიამ“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე. მატჩის მიმდინარეობისას რეკორდმაისტერის აშკარა უპირატესობის მიუხედავად „მიუნხენელები“ „არსენალთან“ პენალტების სერიაში (3:4) დამარცხდნენ. ძირითად დროში ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.

39 208 ათასი მაყურებლის წინაშე, „შანხაი სტედიუმზე“, ოთხშაბათს საღამოს რობერტ ლევანდოვსკიმ ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში გუნდი წინ გაიყვანა. დამატებით დროში (90+4) ალექს ივობიმ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა, სადაც „არსენალმა“ უფრო მეტად იმარჯვა.

მატჩის დასაწყისში ანჩელოტიმ ფსონი გამოცდილ კადრებზე შეაჩერა: ტომ შტარკეს კარის სუფთად შენახვაში 4 მცველი ეხმარებოდა: რაფინია, ჰუმელსი, ალაბა და ბერნატი. ხავი მარტინესი და კორენტენ ტოლისო საყრდენ პოზიციებზე გამწესდნენ, შეტევით ხაზში ხამესი, მიულერი და რიბერი მოქმედებდნენ, ხოლო, ლევანდოვსკიმ თავისი ჩვეული პოზიცია დაიკავა. ტიაგო ალკანტარა იძულებული იყო თამაში გამოეტოვებინა მუხლზე მცირე პრობლემების გამო. კინგსლი კომანი და რენატუ სანჩესმა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყეს, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად.

მიუხედავად ჩახუთულობისა და ჰაერის მაღალი ტენიანობის გამო თამაში თავიდანვე მეტად მოძრავი იყო. „ბავარიამ“ ბურთზე კონტროლი ხამესის (მე-5 წუთზე) და მიულერის (მე-6 წუთზე) ძალისხმევით აიღო და პირველ მომენტებამდე მიიყვანა. ბერნატიზე წესების დარღვევის შემდეგ „არსენალის“ საჯარიმოში (მე-9 წუთზე) ლევანდოვსკიმ თავდაჯერებულად მოიყვანა რეალიზაციაში პენალტი და მიუნხენელები წინ გაიყვანა.

ამის შემდეგ „არსენალი“ შეეცადა კომბინირებით „ბავარიელების“ საჯარიმოში შეეღწია. თუმცა „ბავარია“ მეტად ფლობდა ბურთს და უფრო მეტი საგოლე მომენტები ჰქონდა. სასტვენამდე ყურადღების ცენტრში ორივე გუნდის მეკარეები მოექცნენ, რომლებმაც არაერთხელ გადაარჩინეს საკუთარი კარი.

შტარკემ არ მისცა მესუთ ოზილს გატანის საშუალება (12’), ხოლო შემდეგ ლაკაზეტის გადაუდგა წინ (32’). მოწინააღმდეგე მხარის კარში პეტრ ჩეხი იდგა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა გუნდი, ხამესის დარტყმულის შემდეგ (18’ და 42’), მიულერის (37’) და ბერნატის (39’). ხოლო. გოლი რომელიც ტოლისომ გაიტანა (21’) მიულერთან ლამაზად გათამაშებული კედლის შემდგომ, გაუქმდა, შეცდომით ჩათვლილი თამაშგარე მდგომარეობის გამო.

მე-2 ტაიმი „ბავარიამ“ ახალგაზრდა კიპერით ფრიუხტლით დაიწყო, ასევე მოედანზე სანჩესი და კომანი გამოვიდნენ, ხოლო სათადარიგოზე მიულერმა, შტარკემ და მარტინესმა გადაინაცვლეს. „არსენალმა“ კი თავის მხრივ 5 ცვლილება განახორციელა. ხამესს (49’) შესვენების შემდეგ მაშინვე შანსი ჰქონდა, რომ თავისი გუნდი წინ გაეყვანა, მაგრამ ჩეხმა აჯობა ზუსტად ისე, როგორც ალაბას მე-60 წუთზე. შემდეგმა ცვლილებებმა გუნდის შემადგენლობებში კი თამაშის რიტმი დაარღვია.

როდესაც ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ „ბავარია“ დღეს მოკრძალებულ მოგებას დასჯერდებოდა. ივობიმ (90+4) „არსენალის“ სახიფათო კონტრშეტევის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. თამაში პენალტების სერიით გაგრძელდა, სადაც უფრო ძლიერი „არსენალი“ აღმოჩნდა. ელნენის 1 მარცხის შემდეგ, ბავარიამ 3-ით უპასუხა: ალაბამ, სანჩესმა და ბერნატმა პენალტების რეალიზაცია ვერ მოახერხეს, რამაც მატჩის ბედი „არსენალის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ბავარია. შემადგენლობა: შტარკე (46. ფრიუხტლი) - რაფინია (75. გიოტცე), ჰუმელსი, ალაბა, ბერნატი - მარტინესი (46. სანჩესი), ტოლისო (75. დორში) - ხამესი (65. პანტოვიჩი), მიულერი (46. კომანი), რიბერი (75. ფრიდლი) - ლევანდოვსკი (65. ვინტცჰაიმერი)

არსენალი. შემადგენლობა: ჩეხი (71. მარტინესი) - ბელიკი (46. ბრამალი), ელნენი, მონრეალი - მაიტლანდ-ნილსი, კოკლენი (46. ვილლოკი), ჯაკა (62. რემზი), კოლაშინაცი (43. ნელსონი) - ოზილი (46. ივობი), უელბეკი (74. ნკეტია) - ლაკაზეტი (46. უოლკოტი).

დასწრებადობა: 39 208

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (9’); 1:1 ივობი (90+4)

ყვითელი ბარათები: მარტინესი/კოკლენი/ელნენი/ვილლოკი

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.