» » რიბერი: "ცვლილებები ნებისმიერი ფეხბურთელისათვის რთული მისაღებია"

რიბერი: "ცვლილებები ნებისმიერი ფეხბურთელისათვის რთული მისაღებია"

20-07-2017, 15:14 dachi8 სიახლეები 0

რიბერი:
“ბავარიის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ინტერვიუში კარლო აჩელოტი ყოფილ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს შეადარა და ასევე 2 წლის წინ ჩინეთიდან შეთავაზების მიღების შესახებაც ისაუბრა.

„გასული სეზონი კარგი გამოდგა ჩემთვის, ნაკლებად ვიყავი ტრავმირებული, ჩემპიონატი მოვიგეთ. თუმცა ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ. ცვლილებები ნებისმიერი ფეხბურთელისათვის რთული მისაღებია. როდესაც მე მზად ვარ, მსურს 90 წუთი ვითამაშო. ძალიან კარგია, რომ იმის შესაძლებლობა მაქვს მწვრთნელთან ყველაფერი ღიად გამოვთქვა. კარგი ურთიერთობა მაქვს ანჩელოტისთან. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ. კარლო და ჰაინკესი თითქმის ერთი ასაკის არიან (იცინის). მას კეთილი გული აქვს და კარგ ურთიერთობაშია ფეხბურთელებთან, ყოველთვის მოშვებულია და პოზიტიურადაა განწყობილი. მენტალიტეტის საკითხში კი ანჩელოტი და ჰაინკესი თითქმის გვანან ერთმანეთს“ - იძახის რიბერი.

ფრანგმა ვინგერმა ასევე რამოდენიმე ხნის წინ ჩინეთიდან მიღებულ შეთავაზებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით მეტად მომხიბვლელად გამოიყურებოდა.

„ეს მართალია, 2 წლის წინ მე ჩინეთის ერთ-ერთი კლუბიდან შეთავაზება მივიღე. სასწაულ თანხებს მთავაზობდნენ, მაგრამ ფეხბურთს მე ვთამაშობ იმისათვის, რომ სიხარული მივიღო და მოედანზე ფულის გამო არ გამოვდივარ. ასეთია ჩემი მენტალიტეტი“, - ცოტირებს რიბერის სიტყვებს Sport Bild.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.