» » კლოზე: "ბავარიის" სპორტული დირექტორი? კარგია, რომ ბევრი რამ შემიძლია"

კლოზე: "ბავარიის" სპორტული დირექტორი? კარგია, რომ ბევრი რამ შემიძლია"

26-07-2017, 15:41 dachi8 სიახლეები 0

კლოზე:
“ბავარიის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ლეგენდარულმა მიროსლავ კლოზემ გავრცელებულ ხმებს უპასუხა, სადაც მას რეკორდმაისტერის სპორტულ დირექტორის თანამდებობაზე ხედავენ.

კლოზემ არც უარყო და არც დაადასტურა: „ბავარიის“ სპორტული დირექტორობა? კარგია, რომ მე ბევრი რამ შემიძლია. მაგრამ მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არასოდეს არ ავყოლილვარ სპეკულაციებს. თუ რაიმე მექნება სათქმელი, ყველა გაიგებს ამის შესახებ“, - ციტირებს კლოზეს სიტყვებს Sport Bild.

კლოზე ამ მომენტისათვის მიუნხენელებთან ერთად იმყოფება აზიურ ტურნეში. ტურნეს დაწყებამდე კი „ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მიროსლავი კლუბისათვის მეტად სასარგებლო იქნება.

„კლოზეს აქვს იმის უნარი, რომ გუნდისათვის მეტად სასარგებლო იყოს და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მან ჩვენი წინადადება მიიღო - გუნდს თან ხლებოდა აზიურ ტურნეში. მიროსლავი რამოდენიმე წელი წარმატებით გამოდიოდა ჩვენს კლუბში, ის მსოფლიოს ჩემპიონია, ასე, რომ ამ ტურნეში ძალიან საჭირო ადამიანია ჩვენთვის“, - განაცხადა რუმენიგემ.

მიროსლავ კლოზე ამ მომენტისათვის გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ირიცხება და იოაჰიმ ლიოვს ეხმარება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.