» » ანჩელოტიმ დადებითი შედეგები შეაჯამა

ანჩელოტიმ დადებითი შედეგები შეაჯამა

26-07-2017, 19:17 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტიმ დადებითი შედეგები შეაჯამა
ზაფხულის აუდის ტურის დასრულებისათვის „ბავარიას“ სინგაპურში კიდევ 2 დღის ჩატარება მოუწევს. ხუთშაბათს (თბილისის დროით 15:30სთ) დაგეგმილია მილანის „ინტერთან“ შეხვედრა. „ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩია. ვარჯიშებით გადაღლასა და დაღლაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. უნდა ვაჩვენოთ რომ უფრო ორგანიზებულად შეგვიძლია თამაში“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ პრეს-კონფერენციაზე.

„ბავარიამ“ აზიაში უკვე 10 დღე გაატარა, 3 საკონტროლო მატჩი. საერთო შთაბეჭდილება იტალიელს პოზიტიური აქვს: „თამაშები „ჩელსისთან“ (3:2) და „არსენალთან“ (2:3 პენალტები) გამოგვივიდა, „მილანის“ წინააღმდეგ (0:4) კი ვერ ვითამაშეთ კარგად. ჩვენ ვმუშაობდით ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზე და ამაში საჭირო პროგრესს მივაღწიეთ“.

ბევრი რამ ვისწავლეთ

სრულიად ეთანხმება მწვრთნელს მათს ჰუმელსი: „გამოცდილება რაც აქ მივიღეთ, ბევრი რამის მასწავლებელია. ჩემთვის ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო. ახლა ჩვენ უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით, რადგან ამინდის პირობები ვარჯიშებისა და თამაშების დროს ძალიან მძიმე იყო, ვფიქრობ, გერმანიაში 15 გრადუსით ნაკლებ ტემპერატურაზე სირბილი გაცილებით იოლი იქნება“.

„მილანთან“ მარცხშიც ჰუმელსმა რაღაც პოზიტიური იპოვა: „ეს ჩვენ წაგვადგება. დავინახეთ თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - ახსნა გერმანელმა. საერთო პოზიტიური ფონი მხოლოდ ხუან ბერნატის ტრავმამ გააფუჭა, რომელიც ანჩელოტის თქმით 8-დან 12 კვირამდე იუქმებს.


კვირას მთლიანი გუნდი შეიკრიბება

ახლა მხოლოდ ის რჩება, რომ წარმატებით დაასრულონ ტურნე მილანის „ინტერთან“, რის შემდეგაც მიუნხენში გაფრინდებიან, თვითმფრინავი პარასკევს დილას უკვე მიუნხენში ჩაფრინდება, დაიწყება მომზადების ახალი ეტაპი მოახლოებული სეზონისათვის. მოკლედ, შაბათი ფეხბურთელებისათვის გამოსასვლელი დღე იქნება, მაგრამ კვირას დაგეგმილია მომდევნო ვარჯიში. გუნდი პირველად ამ წინასასეზონო მომზადების პერიოდში მთლიანად შეიკრიბება, კონფედერაციის თასის მონაწილეები და ახალწვეულები ნიკლას ზიულე და სებასტიან რუდი პირველად ჩაატარებენ ვარჯიშს „ბავარიის“ რიგებში.

„მომწონს კონკურენცია. მაშინ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და უფრო მოტივირებულია“, - იძახის ჰუმელსი. პრეს-კონფერენციის დასრულების შემდგომ ჰუმელსი მორიგ ვარჯიშზე გაემართა სინგაპურის სტადიონზე.

ზაფხულის აუდის ტური დასასრულს უახლოვდება, ხოლო „ბავარიისთვის“ ყველაფერი ახლა იწყება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.