» » რუმენიგემ ჰაზენჰიუტლის კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა

რუმენიგემ ჰაზენჰიუტლის კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა

28-07-2017, 01:48 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგემ ჰაზენჰიუტლის კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა
• “ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი რალფ ჰაზენჰიუტლი გააკრიტიკა. ამ უკანასკნელმა „ბავარია“ კრიტიკის ცეცხლში გაახვია მისი ჩინეთსა და სინგაპურში შეკრებების ჩატარების გამო. ჰაზენჰიუტლმა აღმაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ კლუბი თავის ფეხბურთელებს აიძულებს ისეთ ქვეყნებში გამგზავრებას, სადაც მათ კლიმატური პირობების ცვალებადობის მიუხედავად, მძიმე დატვირთვების ქვეშ ავარჯიშებენ.

„ასეთი გამონათქვამები ცინიკური და სოლიდარობას მოკლებულია. „ლაიფციგი“ შეკრებებს ავსტრიაში გადიოდა. როგორც ჩემთვის შეტყობინებებიდანაა ცნობილია, იქ უხვი წვიმები იყო. ჩვენ კი მთლიანად მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს. მშვენიერი მგზავრობა, წარმატება და ყველაფერი საოცარი იყო. ამის გარდა, კლუბები, რომლებიც აზიისა და ამერიკის ტურნეში იმყოფებოდნენ დიდი წვლილი შეიტანეს ბუნდესლიგის მატჩების გაყიდვაში საზღვარგარეთის ქვეყნებში და მე ეჭვი მეპარება, რომ კლუბები, რომლებიც ავსტრიასა და შვეიცარიას ესტუმრნენ, გარკვეული წვლილი მაინც შეეტანოთ ამაში“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

• რუმენიგემ ასევე ხაზი გაუსვა ამ ტურნეს მნიშვნელობას:

„გერმანიის თვალსაზრისით არის მიზნობრივად 2 ბაზარი. ეს დამთხვევა არაა, რომ „ბორუსია“ და „შალკე“ ასევე იმყოფებოდნენ აზიაში. ამაში მე მხოლოდ სოლიდარობას ვხედავ. ბუნდესლიგის მთავარი კლუბები გერმანიის ჩემპიონატის ლოკომოტივები უნდა იყვნენ ტვ-მარკეტინგის საკითხებში. ეს სწორ მიმართულებად მიმაჩნია. „ბავარიისა“ და „ბორუსიის“ ინიციატივის წყალობით ამ იდეამ გარკვეული იმპულსი მიიღო. ბუნდესლიგა ტურნეში მიემგზავრება. 5 თუ 10 წლის წინ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ბუნდესლიგა საბოლოოდ აქედან მხოლოდ სარგებელს მიიღებს“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.