» » 4 ძლიერი გუნდი 2017 წლის აუდის თასისთვის იბრძოლებს

4 ძლიერი გუნდი 2017 წლის აუდის თასისთვის იბრძოლებს

1-08-2017, 00:44 dachi8 სიახლეები 0

4 ძლიერი გუნდი 2017 წლის აუდის თასისთვის იბრძოლებს
2,5 კვირაა დარჩენილი ბუნდესლიგის ოფიციალურ სტარტამდე და „ალიანც არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის დონის თამაშები გაიმართება. აუდის თასის ფარგლებში „ბავარია“, მადრიდის „ატლეტიკო“, „ნაპოლი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აუდის თასის გათამაშება „ალიანც არენაზე“ უკვე 5-ედ ჩატარდება.

„ეს მაღალი კლასის ტურნირია, სადაც ძლიერი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა ორშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ბავარიის“ მწვთნელმა კარლო ანჩელოტიმ, სადაც ასევე მიწვეულნი იყვნენ 3 დანარჩენი კლუბის მწვრთნელები. „ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდაა პირველ ოფიციალურ მატჩამდე“, - განაცხადა ანჩელოტიმ, რომელსაც 5 დღეში გერმანიის სუპერთასის მატჩი ელოდება დორტმუნდის „ბორუსიასთან“.

„ბავარია“ ეს გამოწვევაა „ლიცერპულისთვის“

სამშაბათს საღამოს ნახევარფინალში „ბავარია“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება (22:30 სთ), ხოლო ტურნირს „ატლეტიკო“ და „ნაპოლის“ მატჩი გახსნის (19:45 სთ).
ოთხშაბათს კი ფინალი და მე-3 ადგილისათვის მატჩები გაიმართება.

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც სულმოუთმენლად ელის ამ დაპირისპირებას „ბავარიასთან“ მატჩი ნამდვილად გამოწვევა იქნება ჩვენთვის“, - იძახის კლოპი.

ანჩელოტის თითქმის მთელი შემადგენლობა ყავს განკარგულებაში

კლოპმა აღნიშნა, რომ ზუსტად „ბავარიასთან“ მატჩის შემდგომ („ეს უმაღლესი დონეა“) გააკეთებს სწორ დასკვნებს. 12 დღის შემდეგ მისი გუნდი სტარტს აიღებს ახალ სეზონში, წინ კი უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდებათ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ჯგუფებში. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, რა მუშაობს „ბავარიის“ წინააღმდეგ, რადგან უმაღლესი დონის გუნდი დაგვიპირისპირდება, იმის მიუხედავად თუ რა შემადგენლობას გამოიყვანს კარლო“, - თვლის კლოპი.

ანჩელოტის კი თავის მხრივ, მანუელ ნოიერისა და ხუან ბერნატის გარდა, თითქმის მთლიანი გუნდის გამოყენების შესაძლებლობა აქვს. ფრანკ რიბერი ორშაბათს კვლავ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ჟერომ ბოატენგი და არიენ რობენი ანჩელოტის სიტყვებით „კარგ ფორმაში იმყოფებიან“. კონფედერაციის თასის მონაწილეები კი, რომლებიც გუნდს შაბათს შეუერთდნენ, ოთხშაბათს თამაშს შეძლებენ“.

„ნაპოლისაც“ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპებზე მოუწევს დაპირისპირებების გამართვა. ამის გათვალისწინებით გუნდი დამამთავრებელ წინასასეზონო მომზადების ფაზაშია. „ტურნირი ჩვენ სარგებელს მოგვიტანს. მთავარია, რომ ჩვენ მაღალი დონის გუნდებთან მოგვიწევს თამაში“, - განაცხადა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ.

„ატლეტიკო“ კიდევ ერთი მაღალი დონის გუნდია, რომელიც ბოლო წლებია უმაღლეს შედეგებს აღწევს ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდმა ახლახანს დაიწყო წინასასეზონო მომზადება. „თავიდან მიმოვიხედავთ თუ რა მოხდება, შემდეგ კი დავინახავთ თუ რა სტადიაში ვიმყოფებით“, - განაცხადა არგენტინელმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.