» » ანჩელოტი: "რა თქმა უნდა ბაიერნი"

ანჩელოტი: "რა თქმა უნდა ბაიერნი"

8-08-2017, 03:17 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტი:
როგორც კი ბავარიამ სეზონში თავისი პირველი ტიტული მოიპოვა, ისინი კვლავ თავდაჯერებულნი გახდნენ. დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩის შემდგომ (7:6 პენალტები) ბავარიის მწვრთნელმა კარლო აჩელოტიმ, მიუხედავად 6 თამაშიდან 5 მარცხისა, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე თუ ვინ მოიგებს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგას, იტალიელმა "Gazzetta dello Sport"-თან მიცემულ ინტერვიში უპასუხა: „რა თქმა უნდა ბაიერნი“.

ამხანაგურ მატჩებში წაგებების მიუხედავად მწვრთნელი ოპტიმისტურადაა განწყობილი: გერმანული ინტერნეტ გამოცემა Bild-ი იტალიელი სპეციალისტის მოკლე ინტერვიუს აქვეყნებს:

„გუნდის სიძლიერე და ფეხბურთელების დონე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ბაიერნი მთავარი მონაწილე იქნება ყველა ტურნირზე სადაც კი ის იმონაწილევებს“ - იძახის იტალიელი.

კარლო ანჩელოტი თამამად აცხადებს: „თქვენ გინდათ რომ მე დემორალიზებული ვიყო მოსამზადებელი პერიოდის დროს რამოდენიმე მარცხის გამო? ჩვენ გავუმჯობესდით წინა სეზონთან შედარებით და წინ დიდი მიზანი გვაქვს: ჩემპიონთა ლიგის მოგება. ახლა ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ“.

„ხამესი? -ის ჩვენ დაგვეხმარება სწრაფ ვარირებაში, გუნდურ თამაშს სისწრაფეს შემატებს და არაპროგნოზირებადს გახდის. ის ნამდვილად გამყარდება ბავარიაში“, - იმედიანაც აცხადებს ანჩელოტი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.