» » რუმენიგე სუპერთასზე, რუდიზე და ხამესზე საუბრობს

რუმენიგე სუპერთასზე, რუდიზე და ხამესზე საუბრობს

10-08-2017, 16:17 dachi8 ინტერვიუ 2

რუმენიგე სუპერთასზე, რუდიზე და ხამესზე საუბრობს
„ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგენ Fcbayern.tv-თან ინტერვიუ ჩაწერა. 57 წლის ფუნქციონერმა სუპერთასის მატჩზე, ახალწვეულებზე - სებასტიან რუდიზე და ხამეს როდრიგესზე ილაპარაკა.

გერმანიის სუპერთასზე: „ეს ერთსულოვანი, გუნდური თამაში იყო, გარკვეულმა ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ ისინი სრულიად სამართლიანად შეადგენენ „ბავარიის“ ნაწილს. იოშუა კიმიხმა, მაგალითად, ძალიან კარგად მოირგო ფილიპ ლამის როლი. დაცვაში ის კარგად თამაშობდა პულიშიჩის წინააღმდეგ, ასევე აქტიური იყო შეტევით მოქმედებებში. სებასტიან რუდი ნახევარდაცვაში ცენტრალურ როლს თამაშობდა. ის გონივრულად ფლობდა ბურთს და ტაქტიკურად მოქმედებდა - როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც. თავდასხმაში გამოსარჩევია რობერტ ლევანდოვსკისა და ფრანკ რიბერის მოქმედებები, რომლებმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარეს. ვთვლი, რომ შეგვიძლია ოპტიმისტურად შევხვდეთ ახალ სეზონს“.


სებასტიან რუდიზე: „იანვარში შეიძლება ბევრს გაუჩნდა კითხვა: „ბავარია“ და სებასტიან რუდი? - უხდებიან კი ისინი ერთმანეთს? რუდი ჩვენს კლუბში უფასოდ გადმოვიდა - ეს პოზიტიური მომენტია. კონფედერაციის თასის გათამაშებისას ის მეტისმეტად კარგად თამაშობდა. ის აქტიურია ორთაბრძოლებში, გონიერია ტაქტიკაში და თავდაჯერებით ფლობს ბურთს. ის შესანიშნავი გამნაწილებელია. იმ კომბინაციის შემდეგ, რომლის დროსაც 1:1 გახდა ანგარიში, მან შესანიშნავი გადაცემა გააკეთა იოშუა კიმიხის მისამართით, რითაც 7 თუ 8 დორტმუნდის ფეხბურთელი ჩამოიშორა. ეს გადაცემები, არვიცი რა ეწოდება მას ტექნიკური თვალსაზრისით, ძალიან ეფექტურია მეტოქის დაცვის გახსნისთვის და ეს გადაცემები მას არაჩვეულებრივად გამოსდის. მან ამის დემონსტრირება არა მხოლოდ იმ ეპიზოდში მოახდინა. ვთვლი, რომ რუდი ამ წელს სიურპრიზი გახდება, რადგან მისგან დიდი მოლოდინები არ იყო. მაგრამ როგორც უკვე ყველა დარწმუნდა, ის ძალიან, ძალიან კარგი და სარგებლის მომტანი ფეხბურთელია“.


ხამეს როდრიგესზე: „მთლიანობაში მან კარგად დაიწყო. ჩვენთან თავს კარგად გრძნობს. ის ჩვენთან ერთად აზიის ტურნეში იმყოფებოდა და იქ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ მან ტრავმა მიიღო აუდის თასის დროს. რაღაცა დროის განმავლობაში ის გუნდს გამოაკლდება. მოთმინება უნდა ვიქონიოთ. შესაძლოა ამ პაუზამ მის სასარგებლოდაც კი იმოქმედოს და გუნდს შესანიშნავ ფორმაში დაუბრუნდეს. როდესაც ყველანი მწყობრში ჩადგებიან, გუნდში მაღალი კონკურენცია იქნება. რობენი, ტიაგო, ალაბა, მანუელ ნოიერი - მანუელის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია - და ბოატენგი. როდესაც ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ მშვენიერი შემადგენლობა გვეყოლება და მაღალი კონკურენცია. შესაძლოა ჩვენთან ასე ვთქვათ „ლუქს კლასის“ პრობლემამაც კი იჩინოს თავი: დიდი რაოდენობით ტოპ ფეხბურთელების გამო, ზოგიერთი სათადარიგო სკამზე აღმოჩნდება“ - იძახის კარლ-ჰაინც რუმენიგე.
-
0
0

dachi8 (11 აგვისტო 2017 20:33)

Mishka, მიულერი ყირაზეც რომ დადგეს არ ევასება იტალიელს ხო ატყობ ac ახლა კიდე რობენია ტრავმირებული და ათამაშებს, მერე რობენი და ხამესიც რომ გამოვლენ, აი მარტო ფრაიბურგებთან გამოიყვანს დარწმუნებული ვარ.

აბა რა, ჰოფეს წარმატების საიდუმლოც მაგაში იყო წინა სეზონზე, გერმანელები ჭარბობდნენ გუნდში
1

Mishka (11 აგვისტო 2017 12:54)

ყველა გოლში მთავარი რგოლი გერმანელი იყო, ამ სირს (ბოდიშით) მიულერი გაყავს და კომანი შემოყავს. მერე რუდი ეძახე და ეგეთი ლამაზი ფეხბურთი და რაც მთავარია შედეგიანი ბავარიის ნახევარდაცვაში კაი ხანია არავის არ უთამაშია. მოათრევენ ამ ტოლისოებს როდრიგესებს და რაღაც არარეალურ მიმართულებებზე გადაყავთ მენეჯმენტი. სისულელე! ულის უსმინონ და გერმანულ ფეხბურთს მიაწვნენ. ორივე გოლში გერმანელი იყო შემოქმედიც და "შემსრულებელიც"
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.