» » ჰიტცფელდი დარწმუნებული არაა, რომ ბაიერნი ქვეყნის ჩემპიონი გახდება

ჰიტცფელდი დარწმუნებული არაა, რომ ბაიერნი ქვეყნის ჩემპიონი გახდება

23-08-2017, 13:05 dachi8 სიახლეები 0

ჰიტცფელდი დარწმუნებული არაა, რომ ბაიერნი ქვეყნის ჩემპიონი გახდება
“ბავარიისა“ და დორტმუნდის „ბორუსიის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი გერმანიის ჩემპიონატში მიუნხენელების პერსპექტივებზე საუბრობს და ფიქრობს, რომ კარლო ანჩელოტის შეგირდებს ქვეყნის ჩემპიონობა გარანტირებული არ აქვთ.

„მიმდინარე სეზონში ნაციონალური პირველობისათვის ბრძოლა უფრო მეტად დაძაბული იქნება. ამ მომენტისათვის „ბავარია“ იმდენად ძლიერი არაა, როგორც წინა სეზონში იყო. მაგალითად, დორტმუნდის „ბორუსიას“ ამჟამად შეუძლია მიუნხენელებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს“, - ციტირებს ჰიტცფელდის სიტყვებს Sport Bild

წინა სეზონის შედეგებით „ბავარია“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაშინ როდესაც დორტმუნდის „ბორუსიამ“ სატურნურო ცხრილში მხოლოდ მე-2 ადგილი დაიკავა.

ოტმარ ჰიტცფელდი „ბავარიას“ 1998-2004 და 2007-2008 წლებში წვრთნიდა, 2001 წელს კი გერმანელმა სპეციალისტმა რეკორდმაისტერს ნანატრი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანა, ისევე როგორც 1997 წელს დორტმუნდის „ბორუსიას“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.