» » ბავარიის შესაძლო მეტოქეები

ბავარიის შესაძლო მეტოქეები

24-08-2017, 12:52 dachi8 სიახლეები 6

ბავარიის შესაძლო მეტოქეები
ეს დღეც დადგა! ჩაიარა საკვალიფიკაციო ბრძოლებმა და საბოლოოდ დადგა დრო გაირკვეს თუ რომელი გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთის წინააღმდეგ. დღეს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შედგება, ბავარია როგორც ბუნდესლიგის გამარჯვებული პირველ კალათაში განთავსდა.

თავისი ქვეყნის არა ჩემპიონები განლაგებულნი იყვნენ დანარჩენ 3 კალათაში, უეფადან მათი კოეფიციენტისა და ბოლო 5 სეზონში მათი ასპარეზობის გათვალისწინებით. კერძოდ, მე-2 კლათაში ერთად რამოდენიმე ტოპ-კლუბია. „ბავარიის“ შესაძლო მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ისეთი გრანდები შეიძლება გახდნენ, როგორიცაა: „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „მანჩესტერ სიტი“, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პსჟ“.

რამოდენიმე ხმაურიანი სახელი ასევე მე-3 კალათაშიცაა. „ბავარიის“ გულშემატკივრებს შანსი აქვთ „რომასა“ და „ბავარიის“ დაპირისპირების მომსწრე გახდნენ ან ლივერპულში გაემგზავრნონ. ასევე აღნიშვნის ღირსია თურქეთის ჩემპიონი „ბეშიკტაში“ და ბელგიის ჩემპიონი „ანდერლეხტი“.

მე-4 კალათაში როგორც წესი პოტენციური აუტსაიდერები ხვდებიან, მაგრამ აქაც ხმაურიანი სახელებს ვერ გაექცნენ. მათ რიცხვში შოტლანდიის „სელტიკი“ და „სპორტინგიცაა“. ანჩელოტის გუნდი ასევე შეიძლება ჰოლანდიის ჩემპიონთან „ფეინოორდთან“ ერთ ჯგუფში მოხვდეს.

თითო ჯგუფში ერთი გუნდი იქნება თითოეული კალათიდან. ერთი ქვეყნის გუნდების ერთ ჯგუფში მოხვედრა გამორიცხულია, ამგვარად შეხვედრა „ლაიფციგთან“ (მე-4 კალათა) ან დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (მე-2 კალათა) ამ სტადიაზე არ შედგება.

ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები 12/13 სექტემბერს გაიმართება, ხოლო, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2018 წლის 26 მაისს შედგება კიევში.

გუნდები კი კალათების მიხედვით ასე გადანაწილდნენ:

ბავარიის შესაძლო მეტოქეები
1
0

Gio-Bayern (24 აგვისტო 2017 15:51)

ბაიერნი ბარსა ტოტენჰემი მარიბორი
0

efenbergi 19 (24 აგვისტო 2017 14:49)

ატლეტიკო მინდა საბოლაოდ უნდა გავძუყნოთ სიმეონე.
0

dachi8 (24 აგვისტო 2017 13:30)

kimmich,
რეალს როგორ შეხვდები ერთ კალათაში ვართ kricha
0

kimmich (24 აგვისტო 2017 13:29)

ბარსა ბავარია რეალი ყარაბაღი მინდა ჯგუფში dbay
0

Gio-Bayern (24 აგვისტო 2017 13:07)

ბარსას მინდა შევხვდეთ
0

-ss- (24 აგვისტო 2017 12:58)

აუ როდის დაიწყება ვეღარ ვითმენ. ბარსასგან სახელია მხოლოდ დარჩენილი. ვინები თამაშოებენ ნახევარი ვერ ვიცანი ამას წინათ მგონი ბეტისთან. ისევ რეალი იქნები ჩვენი მთავარი კონკურენტი წელს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.