» » არტურო ვიდალი სკანდალში გაეხვა?

არტურო ვიდალი სკანდალში გაეხვა?

30-08-2017, 00:21 dachi8 სიახლეები 0

არტურო ვიდალი სკანდალში გაეხვა?
“ბავარიის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი კვლავ სკანდალის ცენტრში მოექცა. ჩილელი ნახევარმცველი სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონატზე შესარჩევი სტადიის თამაშებისათვის ჩავიდა და ეროვნულ გუნდს ის ოთხშაბათს უნდა შეუერთდეს.

როგორც A Bola იუწყება, „ბავარიის“ ვარსკვლავმა ჩილეში დაბრუნება ამხანაგებთან ერთად კაზინო Monticello-ში აღნიშნა და ისე ხმამაღლა, რომ დილის 7 საათისათვის პოლიციაც კი იქნა გამოძახებული. საბოლოოდ ვიდალი სახლში პოლიციის თანხლებით იქნა გაცილებული, ნათქვამია გამოცემაში.

ვიდალმა კი ზემოთ აღნიშნული ნაწილობრივ დაადასტურა: „კი, ვიმყოფებოდი კაზინოში და ჩემს მეგობრებთან ერთად წავიხემსე, შემდეგ კი სახლისაკენ გავემართე. ამის შემდეგ თუ რა გააკეთეს ჩემმა მეგობრებმა, ამაზე პასუხის გაცემა მე არ შემიძლია“.

პოლიციელი ხუან ბაეზა ადასტურებს ვიდალის სიტყვებს: „ვადასტურებ, რომ ვიდალთან კონტაქტი არ გვქონია და ჩვენ არ გვინახავს ის შემთხვევის ადგილზე. არ ვთვლით, რომ ამ ინციდენტში ის ჩართული ყოფილიყოს“.

საქმე იმაშია, რომ იმ საღამოსათვის ვიდალი თავისუფალი იყო და აკრძალული არ ჰქონია სადმე გამგზავრება. ამის გარდა, ჩილელი მომდევნო დღის 11 საათისათვის სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდა და მხოლოდ ოთხშაბათს უნდა გამოცხადებულიყო გუნდის სასტუმროში, ხოლო, ჩილეს ნაკრებს თამაში პარასკევს აქვს ჩანიშნული პარაგვაისთან.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.