» » გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

5-09-2017, 02:26 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია
ორშაბათ საღამოს იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ნორვეგიის ნაკრებს 6:0 ანგარიშით მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-8 თამაშის მე-8 მოგება იზეიმა. შტუტგარტში გოლებით მესუთ იოზილი (10.), იულიან დრაქსლერი (17.), ტიმო ვერნერი (21., 40.), ლეონ გორეცკა (50.) და მარიო გომესი (79.) გამოირჩნენ.

გერმანიის ნაკრები ჯგუფ C-ში ლიდერობას განაგრძობს და 5 ქულით მეორეადგილოსან ჩრდილოეთ ირლანდიას უსწრებს. 5 ოქტომბერს გერმანელები ბელფასტში ირლანდიას შეხვდებიან. ამ მატჩში ბუნდესთიმისთვის საკმარისი ფრეც იქნება, რომ გარანტირებული საგზური მოიპოვოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. გუნდი, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს მინდიალზე პირდაპირ მიემგზავრება, ხოლო, 8 საუკეთესო მე-2 ადგილოსანი ნაკრები მსოფლიოზე გასამგზავრებელი საგზურისათვის ფლეი-ოფებში ითამაშებენ.

3 დღის წინ ჩეხეთთან, არც თუ ისე მარტივი გამარჯვების შემდეგ, გერმანიის ნაკრები ვერ შეაჩერეს. გერმანელები კომბინირებდნენ და პრაქტიკულად ყოველ წუთს ჰქონდათ მომენტები, დარტყმები კი რეალიზაციაში მოყავდათ. 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა თომას მიულერი, კიდევ ერთი ასისტი იოშუა კიმიხის ანგარიშზეა. თომას მიულერმა გუნდი მინდორზე კაპიტნის სამკლაურით გამოიყვანა, ხოლო მატჩის მე-2 ნაწილი გუნდს მათს ჰუმელსი კაპიტნობდა. „ბავარიელებიდან“ მინდორზე ასევე სებასტიან რუდიმ 61 წუთი გაატარა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ტიმო ვერნერი: „დღეს ჩვენ სწორი მენტალიტეტი ვანახეთ პირველივე წუთებიდან. ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. მოხარული ვარ გერმანიის ნაკრებისათვის გოლის გატანით, მაგრამ დღეს მთელმა გუნდმა დაიმსახურა კომპლიმენტები“.

იოაჰიმ ლიოვი: „დღეს ჩვენ ვიხილეთ თუ როგორი შეიძლება იყოს დიდი ფეხბურთი. ატმოსფერო შესანიშნავი იყო. ჩეხეთთან მატჩის შემდგომ ჩვენ უბრალოდ გვსურდა მოედანზე სრულიად სხვა მენტალიტეტი გვენახებინა. ვფიქრობ, ჩვენ ზუსტად ეს გამოგვივიდა“.
26 დარტყმაზე და 6 გოლზე: „ჩვენ უბრალოდ გვსურდა რაც შეიძლება მეტი დარტყმა განგვეხორციელებინა კარში. უბრალოდ სასიამოვნო იყო მატჩისთვის თვალის მიდევნება დღეს“.

იულიან დრაქსლერი: „ჩვენ საუკეთესო მატჩი ვერ ჩავატარეთ ჩეხეთთან. გვსურდა უბრალოდ კარგად გვეთამაშა სავსე ტრიბუნების წინ. როდესაც გამოგვდის ფლანგებზე მიწოლა და ჩვენი თამაშის ჩატარება, მაშინ ჩვენი შეჩერება შეუძლებელია“.

თომას მიულერი: „ჩვენ რამოდენიმე კორექტივი შევიტანეთ ამ თამაშში წინა მატჩის შემდეგ, მაგრამ აღნიშვნის ღირსია, რომ ნორვეგიამ ჩეხეთთან განსხვავებით დღეს თამაშის საშუალება მოგვცა“.

სამი ხედირა: „ყველანი მოტივრებულნი ვიყავით კარგი თამაში გვეჩვენებინა დღეს და ყველანი იხარჯებოდნენ ბოლომდე 90 წუთის განმავლობაში“.

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.