» » რუმენიგე: არავის არ აქვს გარანტირებული ძირითადში მოხვედრა

რუმენიგე: არავის არ აქვს გარანტირებული ძირითადში მოხვედრა

8-09-2017, 17:37 dachi8 სიახლეები 2

რუმენიგე: არავის არ აქვს გარანტირებული ძირითადში მოხვედრა
მიუნხენის “ბაიერნის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღნიშნა, რომ თომას მიულერისათვის სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტია არავის არ მიუცია. ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოთქვა, ბუნდესლიგის მე-2 ტურში „ბრემენთან“ მატჩის შემდეგ, სადაც მას სათადარიგო სკამზე დაახლოებით 75 წუთის გატარება მოუწია.

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ აღნიშნული გადაწყვეტილება კი ტაქტიკური მოსაზრებით ახსნა. თუმცა ეს პირველი მატჩი არ ყოფილა, სადაც იტალიელ სპეციალისტს გერმანელი თავდამსხმელი სათადარიგო სკამზე გაუმწესებია და ეს უფრო ხშირად ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის მნიშვნელოვან მატჩებში მომხდარა.

„ბავარიაში“ არც ერთი ფეხბურთელი არაა, ვისაც გარანტირებული აქვს ძირითადში მოხვედრა. ჩვენი ფეხბურთელების არც ერთ კონტრაქტში ასეთი პუნქტი არ არსებობს. ეს მანუელ ნოიერსაც კი ეხება, რომელსაც მე 100 პროცენტიან ძირითადის ფეხბურთელად დავასახელებდი. მიულერთან ჩვენ პრობლემები არ გაგვაჩნია. თუ თომასი ღირსეულად ითამაშებს და გოლებს გაიტანს, მაშინ ყველანი კმაყოფილები იქნებიან. მათ შორის ანჩელოტიც“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal.
0
0

Mishka (9 სექტემბერი 2017 12:44)

ულის არ ყოფნაში დასირდა ეს უბედური, რა შუაშია კონტრაქტში გარანტიის ქონა.
1

dachi8 (8 სექტემბერი 2017 17:39)

ალკანტარას ხომ ჰქონდა, ამხელა პაუზის შემდეგ, თითქმის 3 თვე იუქმა ესპანელმა და იტალიელმა მაინც 90 წუთი ათამაშა, იმის მიუხედავად, რომ 1 სახიფათო მომენტიც კი ვერ შექმნა მოედანზე. პირიქით ბურთს კარგავდა და პირველ რიგში ალკანტარა იყო მოედიდან გასაყვანი.

მაგრამ კარლომ ესპანელი ნაკრებისთვის მოამზადა ეტყობა angry
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.