» » პისარო: მიულერისთვის ადვილი არაა წასვლა

პისარო: მიულერისთვის ადვილი არაა წასვლა

9-09-2017, 06:40 dachi8 ინტერვიუ / სხვადასხვა 4

პისარო: მიულერისთვის ადვილი არაა წასვლა
„ბავარიის“ ყოფილი პერუელი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო SPORT1-თან ინტერვიუში თომას მიულერის ემოციებზე ყვება, ჰასან სალიხამიჯიჩის სპორტულ დირექტორად დანიშვნის შესახებ საუბრობს და ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილი კლუბის გასვლის შანსებს აფასებს.

კლაუდიო პისარო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თავდამსხმელი იყო ბუნდესლიგაში და უცხოელ ფეხბურთელებს შორის პირველია გოლების რაოდენობით.

გასული სეზონის ბოლოს მისი კონტრაქტი „ვერდერში“ არ გააგრძელეს, თუმცა პისარო ახლაც საკმაოდ კარგად გრძნობს თავს, იმისათვის რომ ითამაშოს. მისი დიდი ოცნება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა თავის ქვეყანასთან ერთად.

ახლა ის კლუბებისაგან შემოთავაზებებს ელოდება. SPORT1-თან ინტერვიუში ის ყოფილ კლუბ „ბავარიაზე“, თომას მიიულერზე და ჰასან სალიხამიჯიჩზე აზრებს გვიზიარებს.


SPORT1: ბ-ნო პისარო, როგორ ხართ ფეხბურთის გარეშე?

კლაუდიო პისარო: კარგად ვარ და ვცდილობ ფეხბურთს ყოველ უქმე დღეებში ვუყურო. მინდა ვიცოდე თუ რა ხდება ბუნდესლიგაში. რა თქმა უნდა ვინტერესდები თუ რას აკეთებენ ჩემი ყოფილი კლუბები, „ვერდერი“ და „ბაიერნი“.

SPORT1: პირველმა წელმა „ბავარიის“ მწვრთნელლი კარლო ანჩელოტისთვის კარგად ჩაიარა, მაგრამ არასაკმარისად რეკორდმაისტერისთვის. ზოგიერთი ექსპერტი მიუნხენელებისთვის რთულ სეზონს ვარაუდობს. თქვენც ასევე ფიქრობთ?

პისარო: მინიმუმ ყველაფერი ისე თავისთავად არ წარიმართება. კარლო ანჩელოტისთვის ადვილი არ იყო პეპ გვარდიოლას მემკვიდრედ ყოფნა, როგორც თავის დროზე პეპ გვარდიოლასათვის არ ყოფილა ადვილი იუპ ჰაინკესის შემდეგ გუნდის ჩაბარება. გვარდიოლამ მხოლოდ 2 ტიტული მოიპოვა თავის 1-ელ წელს „ბავარიაში“. მიუნხენში ყოველთვის რთულია გახდე ახალი მწვრთნელი. ამ კლუბში მხოლოდ ტიტულებია მნიშვნელოვანი. ეს ანჩელოტიმ კარგად იცის. ის საკმაოდ გამოცდილია და გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავს და ზოგი მათგანი არ იქნება ბედნიერი, როდესაც მწვრთნელი გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრა მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდს ესმის, მათ ერთად უნდა იმუშაონ ანჩელოტისთან და რომ მათ ერთი მიზანი გააჩნიათ. სეზონის ბოლოს კი ეს მიზანი მიღწეული უნდა იქნას. ანჩელოტისთვის ადვილი არაა, ის ყოველთვის მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლითაც ფეხბურთელები უკმაყოფილოები დარჩებიან“.

SPORT1: თომას მიულერს არ შეუძლია იყოს ბედნიერი კლუბში. მან თავისი ადგილი დაკარგა. როგორ შეაფასებდით მის მდგომარეობას?

პისარო: „ეს რთული სიტუაციაა თომასისათვის. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, დროთა დრო მასთან ერთად გოლფსაც ვთამაშობ ხოლმე. მომავალში როგორც მწვთნელს ყოველთვის მსურდა, რომ მას ჩემს გუნდში ეთამაშა. დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის საუკეთესო დღეები დადგება და მას შანსი ექნება თამაშის. ის არ უნდა დანებდეს, რომ ეს ირწმუნოს. მაგრამ ზოგჯერ მწვრთნელს სხვა ფეხბურთელები იზიდავს, რომლებთანაც უფრო ახლოსაა ნაცნობი. სჩანს, რომ თომასს სრული ნდობა არ ჰქონდა ანჩელოტის. მისთვის ეს ადვილი არ იქნება“.

SPORT1: თვლით, რომ კლუბის გამოცვლა მისთვის უკეთესი იქნება?

პისარო: ეს მისი პირადი გადასაწყვეტია და მე ვთვლი, რომ თომასს თავის თავის გამოჩენა სურს და გამოჩენა „ბავარიასთან“ ერთად სურს. როგორც ყველა ფიქრობს, თომასი ისეთი ცივსისხლიანი არაა. მისთვის ასეთი ადვილი არაა წასვლა. მას თამაში სურს. ის იყო და არის ერთადერთი ნამდვილი ბავარიელი გუნდის წევრი, ფილიპ ლამისა და ბასტიან შვაინშტაიგერის შემდეგ და ამიტომ იდენტიფიცირებულ ფიგურას რა თქმა უნდა სურს კლუბში აბსოლუტური ნდობა გააჩნდეს. თომასი უბრალოდ ბედნიერი არაა. ვიმედოვნებ, რომ ის კვლავ დაიბრუნებს თავის სიცილს. მისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე ხალისიანი იმყოფებოდეს“.

SPORT1: ახალწვეულმა ხამესმა ტრავმა მიიღო, მიულერი კი კვლავ არ თამაშობდა. ახლა კოლუმბიელი დაბრუნდა. სიტუაცია კიდევ უფრო ნაკლებად პერსპექტიული გახდა?

პისარო: „აი ეს როგორ მუშაობს: საჭიროა ვინმემ კარლო ანჩელოტის თავში ჩაიხედოს. თომასს ბევრი ვარიანტი არ აქვს. მაგრამ მე მჯერა მისი. ის არ დანებდება და არ გაიქცევა. სეზონი ძალიან გრძელია და ბევრი თამაშია წინ. ის მაინც გამონახავს გზებს, რომ აჩვენოს თუ რა შეუძლია მას. ისევე, როგორც გერმანიის ნაკრებში აჩვენა ნორვეგიასთან მატჩში“.


SPORT1-ის რეპორტიორი და კლაუდიო პისარო მიუნხენში ინტერვიუს ჩაწერისას
პისარო: მიულერისთვის ადვილი არაა წასვლა



SPORT1: ექნება საერთაშორისო ასპარეზზე ბავარიას პრობლემები, როგორც ამას ზოგიერთი ესქპერტი ვარაუდობს?

პისარო: შესაძლებელია. „ბავარია“ ჩემპიონთა ლიგაზე ისეთ დონეზე არ იქნება, როგორც ეს წარსულში იყო. საერთაშორისო დონეზე ყველა რაღაც კავშირშია კონკურენციასთან, ისეთი გუნდები როგორიც პარი სენ-ჟერმენია საკმაოდ კარგად გაძლიერდა და „ბავარიას“ დიდი ძალების ნაკლებობა აქვს. ბუნდესლიგაში ეს საკმარისი იქნება, ჩემპიონთა ლიგაზე კი ვფიქრობ რომ არა. ვშიშობ, რომ რაღაც ძველი სიძლიერე დაიკარგა გუნდში“.

SPORT1: ჰასან სალიხამიჯიჩი ახალი სპორტული დირექტორია, სწორი გადაწყვეტილება იყო მისი დანიშვნა?

პისარო: (იცინის) „ბრაზოსთან მე ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ჩვენ ნამდვილად კარგი მეგობრები ვართ. გაოცებული დავრჩი როდესაც გავიგე მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის ამბავი. თავშიც არ გამივლია. ბრაზოს გამოცდილება არ გააჩნია მუშაობის, მაგრამ ის მეტად აქტიურია და დღე და ღამე იმუშავებს „ბავარიისთვის“. ვფიქრობ, ეს არაა საშიში, ის კარგად იცნობს კლუბს, მას ასევე გვერდით ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე ყავს და ის ამ ორის ფავორიტია. ბრაზო კლუბში უყვართ და ამ ნარევის წყალობით ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად იქნება“.


SPORT1: თქვენი საქმეები როგორ მიდის?

პისარო: „არვიცი. უბრალოდ ფორმას ვინარჩუნებ და კვლავ მაქვს სურვილი 1 წელი კიდევ ვითამაშო, რადგან პერუსთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მსურს თამაში. ეს მშვენიერი იქნებოდა. შესაძლებლობა მქონდა „ჰამბურგში“ გადავსულიყავი, მაგრამ, როგორც „ვერდერის“ ფეხბურთელს ამის გაკეთება არ შემიძლია. ამას არასოდეს მაპატიებენ ბრემენში“.
2
0

LawLeSS (10 სექტემბერი 2017 00:21)

dachi8,
არ გაუშვებენ რა თუ წასვლა მოინდომა რამენაირად მოახერხებს და წავა
2021-მდე აქვს კონტრაქტი მარა თუ არ ათამაშებს არ გაჩერდება არანაირად
სკამზე ჯდომით ნაკრებიდან ამოვარდება და ამ მსოფლიოს არ გამაზავს 100%-ით დარწმუნებული ვარ
მაგრად უყვარს ბაიერნი, თუმცა კარიერას ამის გამო არ დაასრულებს
27 წლისაა პატარა ბიჭი აღარაა ეხლა უკვე თითოეული წელი გადამწყვეტია მიულასთვის და მისი კარიერისთვის
0

dachi8 (9 სექტემბერი 2017 15:18)

Mishka,
მაგიტომაც გამოაცხადა კარლომ როტაციას ვიწყებო ab კარგად შენიღბავს ფაქტს, რომ მიულერს სხვას ამჯობინებს. ac

LawLeSS,
მიულერი მართლა თუ წავა, ეს დამიჯერე კატასტროფა იქნება კლუბისთვის. არ გაუშვებენ დარწმუნებული ვარ, მაგრამ წლები მისდის და თუ 30 წლის ასაკში მოუწევს კარლოსგან გათავისუფლება რაღა აზრი აქვს ac
1

Mishka (9 სექტემბერი 2017 14:21)

მიულერი გუნდიდან სანამ წავა მანამდე ანჩელოტის გააზეიმებენ დიდი ალბათობით, მარა დიდი იმედი მაქ რო დღეს მიულა ასნავნოის დაიწყებს და ცოტა ხნით მიჩუმდება ეგ საკითხი. worthy
0

LawLeSS (9 სექტემბერი 2017 14:01)

აი ეგაა ხელმძღვანელობის ტვინმოგრეხილი პოლიტიკა...
დაუფასებლობა იმის რაც გაქვს, ტომასის საკითხს ვგულისხმობ!

კლუბის აღზრდილი, ნამდვილი მიუნხენელი, მიუნხენში დაბადებულ-გაზრდილი, ბაიერნის გულშემატკივარი და კლუბის სახე heye

ჯერ კაპიტნად გელზენკილხენელი ნოიერი დანიშნეს და მერე ტომასას სკამზე უკრეს თავი აბა რა ეგრე უნდა facepalm

იმედი მაქვს რომელიმე ნორმალურ კლუბში წავა მიულა და სამარცხვინო, ისტორიული შავი ფურცელი იქნება ბაიერნისთვის ეს შეცდომა კიდევ არაერთი ათწლეული fudge
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.