» » მოწინააღმდეგე: ჩემპიონთა ლიგის სტარტამდე ანდერლეხტმა ბოლო წუთებში გამარჯვება მოიპოვა

მოწინააღმდეგე: ჩემპიონთა ლიგის სტარტამდე ანდერლეხტმა ბოლო წუთებში გამარჯვება მოიპოვა

10-09-2017, 03:51 dachi8 ანონსი 0

მოწინააღმდეგე: ჩემპიონთა ლიგის სტარტამდე ანდერლეხტმა ბოლო წუთებში გამარჯვება მოიპოვა
„ანდერლეხტი“ „ბავარიასთან“ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე კარგი განწყობით მოემართება. შაბათს საღამოს ბელგიის ჩემპიონმა სახლში გამარჯვება მოიპოვა „ლოკერენთან“ ანგარიშით 3:2 (1:2). 6 ტურის შემდეგ „ანდერლეხტმა 8 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილს იკავებს საშინაო ჩემპიონატის ცხრილში.

მასპინძლებმა უკვე მე-2 წუთზე გახსნეს ანგარიში გენრი ონიეკურის გოლის წყალობით, რომელიც კუთხურის ჩაწოდებას მოჰყვა. თუმცა, სულ რაღაც 3 წუთის შემდეგ მარკო მირიჩმა (6.) სტატუს-ქვო აღადგინა, უფრო მეტიც, სტუმრები შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე წინ გავიდნენ და თავი არი ფრეირ სკულასონმა გამოიჩინა (36.).

მოედნის გაცვლის შემდეგ „ანდერლეხტმა“ მთელი ძალები ანგარიშის გათანაბრებისაკენ მიმართა. 77-ე წუთზე ონეკურუმ დუბლი გაიფორმა, ხოლო 89-ე წუთზე ლუკაშ ტეოდორჩიკმა „ანდერლეხტისთვის“ გამარჯვება გამოგლიჯა.

ანდერლეხტის შემადგენლობა:
ბუკსი - ნახარ (55. ხარბაოუი), სპაიიჩი, დესხახტი, ობრადოვიჩი (83. სტანჩუ) - დენდონკერი, ტრებელ - ბრუნო (46. კიპჩუ), ონიეკურუ, ხანნი - ტეოდორჩუკი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.