» » ეფენბერგი ბავარიას ლევანდოვსკის გაყიდვისაკენ მოუწოდებს

ეფენბერგი ბავარიას ლევანდოვსკის გაყიდვისაკენ მოუწოდებს

10-09-2017, 17:15 dachi8 სიახლეები 0

ეფენბერგი ბავარიას ლევანდოვსკის გაყიდვისაკენ მოუწოდებს
შტეფან ეფენბერგი თვლის, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა სხვა კლუბი უნდა მოძებნოს თუ ის ბედნიერი არაა ბავარიაში და ამ გზით „ბავარიას“ საშუალება მისცეს მომავალი აქედანვე დაალაგოს.

მიუნხენის „ბავარიამ“ უნდა გაყიდოს რობერტ ლევანდოვსკი და გერმანული ბირთვი უნდა შეკრას მომავლისათვის, თუ პოლონელი თავდამსხმელი კმაყოფილი არაა კლუბის პოლიტიკით“ - იძახის გერმანელი.

ლევანდოვსკი გულახდილი იყო თავის მოსაზრებებში ჟურნალ Spiegel-თან ინტერვიუს დროს: „ბავარიამ რაღაც ახალი უნდა მოიფიქროს, შემოქმედებითად უნდა მიუდგეს საქმეს, თუ კლუბს მსოფლიო კლასის ფეხბურთელებით სურს გუნდის დაკომპლექტება. თუ თქვენ მაღალ დონეზე გსურთ კონკურენცია, მაშინ თქვენ ასეთი ფეხბურთელების ხარისხი დაგჭირდებათ“ - იძახის პოლონელი.

კლუბის ლეგენდა შტეფან ეფენბერგი, სხვა აზრისაა და თავის ყოფილ კლუბს მიმართავს რომ გუნდი იმ ფეხბურთელებისაგან გაწმინდოს, რომლებიც კლუბის ფილოსოფიას ეწინააღმდეგებიან, იმ შემთხვევაშიც კი ეს თუ კლუბის ბომბარდირს ეხება 152 მატჩში 116 გოლით.

ეფენბერგმა -online.de-ს სვეტში შემდეგი დაწერა: „ერთის მხრივ, ის კლუბის ფილოსოფიას განუდგა. ული ჰიონესმა უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ არ დახარჯავდა ერთ ფეხბურთელში 100 და 150 მილიონს. ამის გარდა, პოლონელი თავის კოლეგებსაც არ აფასებს, რომლებსაც ლევანდოვსკის შეხედულებით ის დონე არ გააჩნიათ, რაც მას სურს: ჩემპიონთა ლიგის მოგების".

„ერთი კვირის წინ მე ვთქვი, რომ „ბავარია“ რისკავს „პსჟ“-თან და „ბარსელონასთან“ კავშირის დაკარგვას, თუ ისინი მზად არ არიან ამ თანხების გადახდისათვის. თუმცა, ლევანდოვსკი ფეხბურთელია და მან არ უნდა გააკეთოს ასეთი განცხადებები სახალხოდ. ამის გარდა, ული ჰიონესის გადაწყვეტილება უდავოა და გუნდის ხარისხი მაღალია, მათი „დაბალი“ ხარჯების მიუხედავად“.

„მას შემდეგ რაც დასრულდა ახალგაზრდული აკადემიის შენება, ვხედავ, რომ დღეს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ახალ სტრატეგიაში „ბავარიას“. ჩვენ მეტად ნიჭიერი, მსოფლიო კლასის ფეხბურთელები გვყავს გერმანიაში - არა 15, არამედ 30 – 40! მათ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, კონფედერაციის თასი და უ21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი“.

„ეს - ნამდვილად ურთიერთსაწინააღმდეგოა იმისა, რასაც ლევანდოვსკი ითხოვს. 100 მილიონი, 150 მილიონი ან 200 მილიონი საერთაშორისო ვარსკვლავებში? ამ თანხად თქვენ 5 ან 6 ფეხბურთელს მიიღებთ გერმანიაში“.

„ბავარიას უკვე ყავს მანუელ ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, კიმიხი, რუდი, ზიულე და რა თქმა უნდა თომას მიულერი. რატომ არ უნდა გაფართოვდნენ ამგვარად? ტიმო ვერნერისათვის ეს ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა „ბავარიაში“ გადასვლა. ვერ წარმომიდგენია, რომ მან თქვას „მე საზღვარგარეთ მივდივარ“ ან „მე ლაიფციგში“ ვრჩები“ თუ მას „ბავარიაში“ გადასვლას შესთავაზებენ.

„ლეონ გორეცკასა და ემრეს ცენტრში შეუძლიათ თამაში, ჰექტორს მარცხენა ფლანგზე, ბრანდტი, ჰენრიქსი, ჰავერცი, დემირბაი, იუნესი, არნოლდი...., თქვენ დაახლოებით 150 მილიონს დახარჯავდით და იმ გუნდს შექმნიდით, რომლებმაც იციან თუ როგორ დადგნენ ერთმანეთის გვერდით. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი წარმატებულნი ევროპაში“

„თუ „ბავარიას“ ამ სტრატეგიით განვითარება სურს, მაშინ მათ ნელ-ნელა ახლო წლებში უცხოელი ფეხბურთელებისაგან უნდა განცალკევდნენ, მათ შორის ლევანდოვსკისაგანაც. მას შეუძლია პარიზში წავიდეს, სადაც ასეთი უზარმაზარი თანხები იხარჯება, ან ბარსელონაში. მაშინ მას ის კლუბი ექნება, რაც თვითონ სურს“ - აცხადებს ეფენბერგი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.