» » მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია

11-09-2017, 03:10 dachi8 სხვადასხვა 1

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია
თომას მიულერისათვის ბუნდესლიგის მე-3 ტურის შეხვედრა, გასვლით მატჩში „ჰოფენჰაიმთან“ მე-400 აღმოჩნდა. კლუბის აღზრდილმა 27 წლის გერმანელმა „ბავარიის“ მაისურით 400 ოფიციალურ შეხვედრაში 161 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. ამ შთამბეჭდავი ციფრების ავტორს სხვა დამსახურებებიც აქვს, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე, თუმცა მისი საიუბილეო დღის აღსანიშნავად, ციფრები რომ გვერდზე გადავდოთ, სჯობს მისი ბავშვობა, მშობლიური მხარე და ფეხბურთში მის პირველი ნაბიჯები გავიხსენოთ.

სოფელ პელში ვაილხაიმ-შონგაუს რეგიონიდან ზემო ბავარიაში (გერმანულად - Pähl) ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 2,5 ათასი მოსახლე ცხოვრობს. მაღაზიები და ბანკები დილის 8 საათიდან შუადღემდე მუშაობენ კვირაში 4 დღე და რატომღაც მხოლოდ ოთხშაბათს დღის 4 საათიდან საღამოს 7 საათამდე. იქ ნამდვილი გერმანული წესრიგი და სიმშვიდე სუფევს.

პელი მაღალ სოციალურ ამოცანებს ისახავს მიზნად: აქ მაღალი შობადობაა, პენსიონერებისთვის და ახალგაზრდა ოჯახებისთვის კი სხვადასხვა ლგოტები და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა. პელი - მშვენიერი ადგილია ზაფხულში დასასვენებლად, გორებითაა შემორტყმული და სუფთა გამჭვირვალე მდინარე ამმერზე ჩამოდის. ხოლო ყველაზე პოპულარულ ლუდხანას აქ "Mullers Lust" ეწოდება.

1989 წლის 13 სექტემბერს პელში თომას მიულერი დაიბადა.
როგორც ცნობილია, „ბავარიის“ სკაუტები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც 10 წლის მიულერის სტატისტიკა იხილეს საბავშვო საფეხბურთო კლუბ „პელის“ რიგებში. ამ გუნდმა სეზონში 175 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გოლი გაუშვა და 175 გატანილი გოლიდან 120 გოლი ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა. ეს ფეხბურთელი თომას მიულერი გახლდათ. თუ „ბავარიელებს“ რაიმე ეჭვები მაინც აწუხებდათ, ისინი მაშინვე გაქარწყლდა ბავშვის გვარის გაგონებაზე - მიულერზე. „ბავარიას“ მისი ხელიდან გაშვება უბრალოდ არ შეეძლო. პირველ წელს (მშობლებმა უარი განაცხადეს თომასის ოჯახიდან მოწყვეტაზე) თომასს ერთ გზაზე 60 კილომეტრის გავლა უწევდა, რომ გერმანიის საუკეთესო კლუბის სავარჯიშო ბაზაზე მოხვედრილიყო.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


უკვე 20 წლის ასაკში, თავის პირველ სრულფასოვან ზრდასრულ სეზონში, თომასი საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ გოლ + პასის სისტემით და სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ბუნდესთიმის მე-16 ფეხბურთელი გახდა მიულერის გვარით.

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების დროს სოფელ პელ-შიც ყველგან ანახებენ ფეხბურთს. უზარმაზარი ეკრანი პირდაპირ მოედანზე იყო დამონტაჟებული. მას შემდეგ რაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თომასმა სნაიპერთა დავაში გაიმარჯვა (მიულერმა, ვილიამ, ფორლანმა და სნაიდერმა ხუთ-ხუთი გოლი გაიტანეს, მაგრამ „ოქროს ბუცი“ გერმანელს გადასცეს, მეტი საგოლე გადაცემების გამო), სოფელ პელის ბიურგერმაისტერმა კლაუს პფაიფერმა განკარგულება გასცა, რომ მისთვის ძეგლი დაედგათ - უზარმაზარი ქვის საფეხბურთო ბურთი.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


თუ თქვენ ოდესმე რომელიღაც ქარი პელ-ში გადაგისვრით, არც კი სცადოთ გამოარკვიოთ ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან, თუ სად ცხოვრობენ თომას მიულერის ნათესავები - დედა კლაუდია, მამა გერჰარდი, ძმა სიმონი და ასევე ბებია და ბაბუა, რომელთაც თომასმა თავისი პირველი გოლი მიუძღვნა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მიულერი - მათი სიამაყე და სიწმინდეა, ამიტომ მაცხოვრებლები მას საკუთარი თავივით უფრთხილდებიან, არ უშვებენ რა უცხოებს მათ პირად ცხოვრებაში.

- თომასის ბებია ლაპარაკის მოყვარულია, მაგრამ შვილმა მას მკაცრად აუკრძალა ინტერვიუს დარიგება შვილიშვილზე, - იცინის ნორბერტ შოლცი, პელის მცხოვრები, რომელსაც თავის მეუღლესთან როზმარისთან ერთად არაჩვეულებრივი საფუნთუშე - „დეიდა ემასთან“ აქვთ გახსნილი და პატარა მიულერი მათი ყოველდღიური სტუმარი გახლდათ ბავშვობაში. საფუნთუშეს დარაბები საფეხბურთო ბურთებითაა მორთული, შიგნით კი - საფეხბურთო მაისურები და სპორტული ფოტოებია გაკრული. მაგრამ ყველაზე მთავარი, ფოტო გერმანიის ნაკრების ავტოგრაფებით - ნორბერტ შოლცს შენახული აქვს. ძალიან ეშინია, რომ მას არ გაუჩერებენ და ერთხელაც მოპარავენ.

- ის როგორი კეთილი, გულისხმიერი და სასიამოვნო ბავშვიც იყო, ასეთივედ დარჩა, დიდებამ და ფულმა ის ვერ გააფუჭა, - იძახის ჰერ შოლცი. - როგორი ზუსტი სიტყვა მოვძებნო... აჰ, აი ისიც. თომასი - ვარსკვლავი არაა, ის რეალური, მიწიერია.

ბუნებრივია, პელის ყველა მაცხოვრებელმა იცის, თუ სად ცხოვრობენ მისი მშობლები, მაგრამ არავინ არასდროს არ გაგიმხელთ თქვენ ამ საიდუმლოს. ბავშვებიც კი გაიცინებენ თქვენი კითხვის პასუხად და შორს გაგეცლებიან. მიულერების შეწუხება ხომ არ შეიძლება.

- პირველად თომასი საფეხბურთო ვარჯიშზე 5 წლის ასაკში გამოვიდა 1994 წელს - ყვება „პელ“-ის1998/99 წლის ოქროს შემადგენლობის მწვრთნელი - პეტერ ჰაკლი. - ძალიან სწრაფადვე, ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ამ ყმაწვილს ნათელი გონება ჰქონდა. ის არა მარტო ბომბარდირი, არამედ მთელი გუნდის გონებაც იყო. თუმცა ყველაზე ბევრი გაჰქონდა და დანარჩენები მხოლოდ ეხმარებოდნენ. მაშინაც კი როდესაც ბავშვი ძალიან პატარაა, შენ უკვე ხედავ მასში გარკვეულ მნიშვნელოვან მახასიათებლებს - ხასიათს, გამარჯვებისკენ სწრაფვას, ვნებას და ზეწოლას. მიულერს კი ამასთან ერთად საოცარი, ყოვლად გაუგებარი საგოლე ყნოსვა გააჩნდა. პირადად მე მაშინვე შევამჩნიე მასში გენია.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


* * *

პელში მიულერი მეუღლე ლიზასთან ერთად იშვიათად ჩადის. ცხოვრობენ მიუნხენში. მაგრამ სამშობლოში მათი დანახვა ყოველთვის უხარიათ და მათ საპატივცემილოდ ლხინსაც აწყობენ. თომასი მუდამ ეხმარება მშობლიურ ქალაქს და არა მარტო მას. მიულერი - საქველმოქმედო ფონდი YoungWings-ის ელჩია, რომელიც 24 საათიან სატელეფონო ხაზს უზრუნველყოფს ბავშვებისათვის, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს და ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


თომასი და ლიზა შვებულებას ერთად ატარებენ. მაიამიში, ემირატებში ან ლაჟვარდოვან სანაპიროს ისინი სახლში დასვენებას ამჯობინებენ. ეზოში ბასეინი, საღამო დივანზე ტლევიზორის წინ. ლიზა ჟოკეია და თავისუფალ წუთებში თომასი მას ცხენების დაბანვაში და დავარცხნაში ეხმარება.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


* * *


2011 წელს მიულერის წყალობით პელში ნამდვილი დღესასწაული დადგა. ამხანაგურ მატჩში იქ თვით „ბავარია“ ეწვიათ. ხოლო, თანხით, რომელიც ამ მატჩში გამოიმუშავეს, პელში სპორტული დარბაზი აშენდა და ახლა საბავშვო ბაღის აშენებაში დებენ ინვესტიციებს. მატჩში, რომელიც პროგნოზირებულად დასრულდა, გრანდის წინააღმდეგ შემტევი ნახევარმცველი მიულერი გამოვიდა. მიულერის უმცროსი ძმა, იმ დროისათვის 19 წლის სიმონი.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


- თამაშის მანერით და პოზიციით მე ჩემს ძმას ვგავარ, - ყვება უმცროსი მიულერი. - ბავშვობაში ჩვენ მუდამ ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. ვერავინ ვერ გვაჩერებდა. წლის ნებისმიერ სეზონში, ზამთარშიც კი. როდესაც ქუჩაში ძალიან აცივდებოდა და მოთოვდა, ჩვენ სარდაფში ვინაცვლებდით. ყველაფერი გადავყარეთ სარდაფიდან და წყვილი პატარა კარი დავაყენეთ. მე პრაქტიკულად ყოველთვის ვაგებდი - სამართლიანიცაა, მე ხომ უმცროსი ძმა ვარ. ზოგჯერ მეგობარს ვეძახდი და თომასის წინააღმდეგ ორნი ვილაშქრებდით. რამოდენიმეჯერ მოვუგეთ კიდეც.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


- მშობლებს თომასი როგორც მინიმუმ კვირაში ერთხელ ურეკავს, - აგრძელებს მოყოლას სიმონ მიულერი. - მე კი თითოეული მატჩის წინ მას შეტყობინებას ვუგზავნი. ასეთი ტრადიცია გვაქვს. „ბავარიის“ მატჩებს სახლში დიდ ეკრანზე ვუყურებთ. მთელი ოჯახი კი ჩვენი გვარის მაისურებს ვიცვამთ. სად უღირს თომასს გადასვლა? „რეალში“ ან „ბარსელონაში“? ვფიქრობ, მსოფლიოში „ბავარიაზე“ უკეთესი კლუბი არაა!

თომას მიულერი არანაირ ნათესაურ კავშირში არაა გერდ მიულერთან. ისინი უბრალოდ ერთი გვარის წარმომადენლები არიან. მაგრამ გერდს არ შეუძლია მას არ უგულშემატკივროს: „როგორც კი დავინახე ეს ყმაწვილი, მაშინვე მივხვდი - ის შორს წავა!“ - წამდაუწუმ გაიძახოდა გერდი.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია



2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მიცემულ ინტერვიუში, რეპორტიორმა შემდეგი კითხვა დაუსვა მიულერს:
- თქვენ ალპების ძირში, 2 ტბას შორის, მიუნხენის სამხრეთით დაიბადეთ. როგორც ძირძველი ბავარიელისთვის „ბაიერნში“ თამაში - თქვენთვის რაღაც განსაკუთრებულია?

- ჩემთვის კი. აბსოლიტურად. ჯერ ერთი, მე ამ რეგიონიდან ვარ. მეორეც - ბავშვობიდან „ბავარიას“ ვგულშემატკივრობდი და თუ არ ჩავთვლით „პალს“ მე ყოველთვის მხოლოდ „ბავარიისთვის“ და „ბავარიაში“ ვთამაშობდი. მას შემდეგ, რაც ფეხბურთში რაიმეს გაცნობიერება დავიწყე „ბავარია“ ჩემთვის ყოველთვის #1 გუნდი იყო. ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა ჩემთვის. ის ყველაზე მეტ ტიტულებს იგებდა და თუმცა ფეხბურთში ყველაზე მთავარი - ქულებია, ტიტულები და ფინანსები, „ბავარიაში“ არასოდეს არ ივიწყებდნენ სპორტში ადამიანურ კომპონენტებს, არასოდეს არ ივიწყებდნენ ადამიანებზე, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ, - უპასუხა თომასმა.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


***

პირველი მოწვევა ნაკრებიდან მიულერმა ხმოვანი შეტყობინებიდან მიიღო. ყმაწვილი ზემო ბავარიიდან სასკოლო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას აღნიშნავდა, როდესაც ტელეფონმა დარეკა. „თავიდან არ ვუპასუხე. შემდეგ კი ხმოვანი შეტყობინება წავიკითხე. იურგენ კლინსმანი რეკავდა“, - იხსენებს მიულერი.
ჰერმან გერლანდი, რომელიც იმ დროს „ბავარიის“ დუბლს კურირებდა, ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიულერი ურჩია. რამ იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე? „თომასი გოლებს იტანდა როგორც ვარჯიშზე, ისე მატჩებში. ის ჯერ კიდევ მზად არ იყო 90 წუთის განმავლობაში სტაბილურად ეთამაშა, მაგრამ გოლები მაინც გაჰქონდა! ეს კი ყველაზე მთავარია ფეხბურთში“, - იხსენებს „ვეფხვი“ 25 ნომრის კარიერის დასაწყისს, რომელსაც ყოველთვის უყვარდა ხუმრობა. „ის შესანიშნავი მორბენალი იყო და შეეძლო ნებისმიერს გატოლებოდა. ჩემთანაც კი ცდილობდა, როდესაც ბურთს დაკარგავდა. ზოგჯერ ის ცდილობდა თავი დაეძვრინა და მე მაშინვე მის დაცინვას ვიწყებდი“, - ღიმილით იხსენებს გერლანდი.

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია

მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


„მახსოვს, ჩვენ ემდენში ვთამაშობდით, ძლიერი ნისლი იყო და თომასი ფიქრობდა, რომ მე მას ვერ ვხედავდი. მაგრამ დავინახე, რომ თავის ნახევარზე არ იდგა. ისე ხშირად ვუყვიროდი, რომ მეუღლის დეიდაშვილი, რომელიც მატჩს ესწრებოდა, შემეკითხა, მოედანზე ხომ სხვა ფეხბურთელებიც იყვნენ. თომასს ვთხოვე თავის ნახევარზე დაბრუნებულიყო და მან ეს გაიგო. უკვე მაშინ ის მზად იყო რამოდენიმე პოზიციაზე ეთამაშა, ის მეტად საშიში იყო მეტოქის კართან. მაგრამ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მას ასეთი კარიერა ექნებოდა“ - აღნიშნავს გერლანდი.


მიულერის მე-400. ერთი ბავარიელის ისტორია


დასასრულს კი თომას მიულერის - ზედმეტსახელად „რადიო მიულერის“ არქივებიდან მის ზოგიერთ გამონათქვამს გთავაზობთ :

- თანდათან ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ჩემს მარცხენა ფეხს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე სიარული და ლუდის მორთმევაა.

- ბავარიაში თამაში - ეს ქალთა ბალეტი არაა, რა თქმა უნდა ქალთა ბალეტის პატივისცემის მიუხედავად. მე ვიტყოდი, რომ ბავარიისთვის გოლი ნამდვილად ღირს თვალზე „ფინგალად“

- მარაკანაზე თავს ისე გრძნობ, როგორც ხოთ-დოგებიან ფურგონში. ეს გეხმარება იმის გაგებაში, თუ რაოდენ სრულყოფილია კაქტუსი, რადგან ის არ ყარს.

- ჟერომ ბოატენგს ექსტრავაგანტული ჩაცმულობის სტილი აქვს, მაგრამ მას ასეთი სტილი მოსწონს და უხდება. მე რომ ამის მსგავსი ჩავიცვა, ხალხს ეგონება კარნავალი მთელი წელი გრძელდება.

- შევამჩნიე თუ არა ბუფონის თვალებში სევდა, როდესაც გოლი გავუტანე? არაფერიც არ დამინახავს, ამისთვის დრო არ მქონდა.

- მიონხენგლადბახის ბორუსიასთან მატჩი ჩვენ როგორც ნეხვმა ისე დავიწყეთ, შემდეგ ცოტა ნორმალურად ვითამაშეთ და კვლავ ნეხვები გავხდით. მოგვიანებით იმედი გაჩნდა, მაგრამ მაინც ბოლოს ნეხვში აღმოვჩნდით (2011/12 წლის სეზონში ბორუსიასთან 1:3 წაგების შემდეგ).

- ვის ფეხბურთს თამაშობს გერმანიის ნაკრები 2010 წლის ჩემპიონატზე? - ლუი ვან ლიოვის.

- ვისთან ვისურვებდი შეხვედრას მეოთხედფინალში, მექსიკასთან თუ არგენტინასთან? - მექსიტინასთან.


- (ARD-ს ჟურნალისტს პატრიკ ვაირაუხი და მიტჩელ ვაიზერი აერია ერთმანეთში)
ჟურნალისტი მიულერს: - თქვენ უკვე მიულოცეთ პატრიკს დებიუტი?
მიულერი: პატრიკს?, არა, მამამისმა მას მიტჩი დაარქვა. ჩვენთან გუნდში მიტჩელ ვაიზერი თამაშობს.
ჟურნალისტი: - მიტჩი კი, მაპატიეთ.
მიულერი: არაუშავს, დაგეხმარებით რითიც შემიძლია! თქვენ მხოლოდ მითხარით, არის ARD-ს რედაქციაში
კიდევ რაიმე პრობლემა?


- ჟურალისტი მიულერს: - ტომას, რა ხდის კამპ ნოუს ასეთ განსაკუთრებულად?
მიულერი: - მაყურებელი, რომელიც ზედა რიგებში ვერფერს ვერ ხედავს.


- ჟურნალისტი მიულერს: - ტომას, რისთვის ჩამოხვედით ჩინეთში?
მიულერი: შემდეგი კითხვა თუ შეიძლება.
ჟურნალისტი: რას იტყოდით არტურო ვიდალზე?
მიულერი: მოდით პირველ კითხვას დავუბრუნდეთ.


- ჟურნალისტი მიულერს (2014წ. მსოფლიო ჩემპ. მოგების შემდეგ): - ტომას, თქვენ იმედგაცრუებული ხართ, რომ
ოქროს ბუცი ვერ მიიღეთ?
(თომასი ბავარიულ ენაზე პასუხობს): პფფ... ეს ნეხვი მე არ მაინტერესებს. გაიკეთეთ უკან, რომ იცოდეთ ჩვენ აქ
მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ.
ჟურნალისტი ბასტიან შვაინშტაიგერს: - ბასტიან გადამითარგმნეთ რა თქვა ტომასმა?
(ბასტი): ის იძახის, რომ თქვენ კარგად გამოიყურებით.
3
1

-ss- (11 სექტემბერი 2017 09:22)

უზარმაზარი ლაიქი ამ სტატიას xlop საღოლ დაჩი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.