» » კარლო ანჩელოტი: ლევანდოვსკის ინტერვიუს შესახებ არ დავლაპარაკებივარ

კარლო ანჩელოტი: ლევანდოვსკის ინტერვიუს შესახებ არ დავლაპარაკებივარ

12-09-2017, 12:54 LEV4NI სიახლეები 1

კარლო ანჩელოტი: ლევანდოვსკის ინტერვიუს შესახებ არ დავლაპარაკებივარ
ბოლო დროს მიუნხენის ბაიერნში სიტუაცია ცოტა არ იყოს აირია, გუნდის პოლონელი ფორვარდის მიერ ჩაწერილმა ინტერვიუმ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობაში საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, გარკვეულმა ნაწილმა ამ ყველაფერს არცთუ ისე კრიტიკულად შეხედა თუმცა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ლევანდოვსკი და მისი ერთ-ერთი აგენტი საჯაროდ და თანაც საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა.

აღნიშნული ინფორმაცია რა თქმა უნდა მივიდა კარლო ანჩელოტის ყურამდე რომელმაც განაცხადა რომ ლევანდოვსკის ინტერვიუ არ იძლევა მწვავე კრიტიკის საფუძველს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ანდერლეხტის დამარცხებაა.

„ლევანდოვსკის ნამდვილად არ დავლაპარაკებივარ მისი ინტერვიუს შესახებ“ - განაცხადა მან ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.

„მე რობერტს დღევანდელი თამაშისა და ჩვენი შანსების შესახებ ველაპარაკე, დამიჯერეთ ჩვენთვის ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამაა“

თუმცა ბაიერნმა გასულ ზაფხულს საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები ჩაატარა სატრანსფერო ფანჯარაზე, რეკორდმაისტერმა მადრიდის რეალიდან ხამეს როდრიგესი, ლიონიდან კოკო ტოლისო, ჰოფენჰაიმიდან რუდი და ზულე. ხოლო, ვერდერიდან სერჟ გნაბრი გადმოიყვანა, თავის მხრივ კი კლუბი დუგლას კოშტამ დატოვა, რომელიც ამჟამად ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავს.

„კარგად ვიცი რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიმყოფებით საკმარისად კარგ ფორმაში, 2016/17 წლების სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო ხარისხიანი და კარგი იყო“

„რათქმაუნდა ვცდილობთ რომ უფრო კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ ახლო მომავალში, გრძელი სკამი რომელიც ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ გაგვიჩნდა, უფრო კომფორტულ მდგომარეობაში გვაყენებს, მიმაჩნია და ვფიქრობ რომ ახალწვეულები გუნდის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ“
1
0

dachi8 (12 სექტემბერი 2017 18:46)

ანჩელოტის ბრალია, ასეთი ლაპარაკები გუნდის წევრების მიერ. ამას უნდა ჰქონდეს ისე დაყენებული საკითხი, რომ ამის გარეშე და დაუკითხავად მსგავსი ინტერვიუები არ ჩაწერონ.

აშვებულია გუნდი და ვისაც რას უნდა იმას ლაპარაკობს.

მახსოვს, იუპ ჰაინკესი ფეხბურთელებს იმაზეც კი შტრაფავდა ვისაც განსხვავებული წინდა ეცვა. წინდის გამო კი არა წესრიგის გამო.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.