» » ნოიერი: ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ნოიერი: ოპერაცია წარმატებით დასრულდა

21-09-2017, 12:39 -ss- სიახლეები 0

ნოიერი: ოპერაცია წარმატებით დასრულდა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია, თავად 31 წლის ფეხბურთელმა, Twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. "ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მადლობას გიხდით მოლოცვისა და თანადგომისათვის"-წერს ნოიერი.

შეგახსენებთ, ბავარიელთა კიპერმა, ვარჯიშის დროს ფეხის მოტეხილობა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. პირველადი მონაცემების მიხედვით, მანუელ ნოიერი მწვანე საფარზე გასვლას, იანვრის თვემდე ვერ შეძლებს. ფეხბურთელის მისამართით გამამხნევებელი სიტყვები არ დაიშურა, ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, ჯან-ლუიჯი ბუფონმა.

"ნოიერის გამო ძალზედ დამწუხრებული ვარ. ეს მისთვის დიდი დარტყმაა. იგი გამოირჩევა ძლიერი მენტალობით, ჟინით და დისციპლინით. აქედან გამომდინარე, მანუელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოედანზე კვლავაც ძლიერი დაბრუნდეს. ის ახლა საიმედო ხელშია და მან იცის, რომ ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, როგორც ეროვნული ნაკრებისაგან, ისე ბავარიისაგან"-აღნიშნა იოახიმ ლიოვმა, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან საუბრისას.

"წარმატებები მანუელ ნოიერ! იმედს ვიტოვებ, რომ მოედანზე მალე გიხილავ"-ეს კი ჯიჯი ბუფონის სიტყვებია, რომელიც ამ უკანასკნელმა Twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.