» » ჰიონესი: "მტერი შენს საწოლში ყველაზე სახიფათოა"

ჰიონესი: "მტერი შენს საწოლში ყველაზე სახიფათოა"

29-09-2017, 00:41 dachi8 სიახლეები 0

ჰიონესი:
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პსჟ-ბაიერნის მატჩის შემდეგ, რომელიც მიუნხენელების მარცხით დასრულდა „ბავარიის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი და „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. კარლ-ჰაინც რუმენიგემ მატჩის შემდგომ განაცხადა, რომ ბაიერნი თავის თავს არ გავდა და გუნდს მოუწოდა კვლავ ის ძველი დიდება დაებრუნებინათ, როდესაც მიუნხენური გრანდი გერმანიაშიც და ევროპაშიც ფურორს ახდენდა.

სჩანს, ეს მარცხი საკონტროლო აღმოჩნდა იტალიელი სპეციალისტის კარლო ანჩელოტისათვის. სეზონის სტარტი ბაიერნს საუკეთესოდ არ წაუვიდა და ამ მომენტისათვის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ისინი მხოლოდ მე-3 ადგილს იკავებენ.

როგორც პრესა იუწყება კარლო ანჩელოტის დათხოვნის გადაწყვეტილება გუშინ ჩატარებული მატჩის შემდეგ, ღამის 03:30 საათზე იქნა მიღებული.

იმავე პრესაზე დაყრდნობით, ბავარიის პრეზიდენტი ული ჰიონესი, კარლო ანჩელოტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის დღიდან მისი წინააღმდეგი იყო და საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებაში თავისი ძველი პარტნიორი რუმენიგეც დაარწმუნა.

გუშინდელი მატჩის შემდგომ რეპორტიორების კითხვებზე პასუხის გაცემისას ჰიონესი „გუნდის ერთიანობაზე“ და „ოჯახზე“ ლაპარაკობდა. ამის შემდეგ კი საფეხბურთო შოუში ლოთარ მათეუსთან ერთად Sky-ს არხზე მან განაცხადა:

- „მწვრთნელის რანგში ყოფნისას არ შეიძლება გუნდის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელები შენი მოწინააღმდეგენი იყვნენ. ყველამ იცის ეს გამონათქვამი - მტერი შენს საწოლში ყველაზე სახიფათოა. აი ამიტომაც ჩვენ სწრაფად უნდა გვემოქმედა“, - იძახის ჰიონესი.

- „ბოლო 5 დღეში ანჩელოტიმ საბოლოოდ გაინაწყენა ბავარიის 5 ფეხბურთელი“, - ყვება ჰიონესი.

ხოლო, ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე ბავარიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იქნება გადაწყვეტილი თუ ვინ ჩაიბარებს საბოლოოდ გუნდს.

ამ სიახლეზე დაყრდნობით, სანაკრებო პაუზის შემდეგ საშინაო მატჩში ფრაიბურგთან გუნდს ახალი მწვრთნელი გამოიყვანს. ხოლო, ბერლინში 1 ოქტომბერს ჰერტასთან მატჩში გუნდს ვილი სანიოლი წარუძღვება.

ინტერნეტ-გამოცემა Sportbild-ის ინფორმაციით ეს ხუთი ფეხბურთელი, რომელიც მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგნი იყვნენ, - ბოატენგი, რობენი, რიბერი, კომანი და ჰუმელსი არიან.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.