» » ანჩელოტისა და ჯოვანე მაურის არაადეკვატური ვარჯიშები

ანჩელოტისა და ჯოვანე მაურის არაადეკვატური ვარჯიშები

2-10-2017, 14:42 dachi8 სიახლეები 1

ანჩელოტისა და ჯოვანე მაურის არაადეკვატური ვარჯიშები
სულ მცირე 5 ფეხბურთელი წინააღმდეგი იყო იტალიელი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის მოღვაწეობით ბავარიაში, აცხადებს კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი. თუმცა, ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ი იუწყება, რომ უკმაყოფილო ფეხბურთელთა რიცხვი 5-ზე გაცილებით მეტი იყო.

მაგალითად, არიენ რობენმა ღიად განაცხადა, რომ მის შვილს გრუნვალდში უფრო უკეთ ავარჯიშებენ ვიდრე ანჩელოტი გერმანულ გრანდს. ხოლო, წინა სეზონში როგორც ირკვევა, ხაბი ალონსო და ფილიპ ლამიც უკმაყოფილოები იყვნენ არაადეკვატური ვარჯიშების გამო, რომელსაც მწვრთნელი და ფიტნეს მწვრთნელი ატარებდნენ.

ჯოვანე მაურის (ფიტნეს-მწვრთნელი) სიგარეტის მავნე ჩვევა და მხოლოდ და მხოლოდ 3 წუთიანი მოთელვა კი ბავარიელებს საგონებელში აგდებდა.

რამოდენიმე ფეხბურთელმა ინიციატივა წამოაყენა, რომ დამატებით ევარჯიშათ, თუმცა ასეთი ინიციატივა უარყოფილი იყო ანჩელოტისა და ფიტნეს მწვრთნელის მიერ. მეტიც, მათ ეკრძალებოდათ სტანდარტული ვარჯიშების გარდა რაიმე სხვა დამატებითი ვარჯიშებით დაკავებულიყვნენ.

თუმცა, გადამწყვეტი როლი კარლო ანჩელოტის დათხოვნაში, გუნდში არეულობამ ითამაშა. Kicker-ის ინფორმაციით გუნდმა განაცხადა, რომ „იტალიურ-ესპანურმა საერთო სადილმა“ ისეთ ფეხბურთელებთან როგორიც ტიაგო ალკანტარა და ხამეს როდრიგესია, მათ განწყობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. გუნდში „მომწამლავი კლიმატი“ შეინიშნებოდა.

„მე ჩემს ცხოვრებაში ასეთ გამონათქვამს წავაწყდი: მტერი შენს საწოლში, ყველაზე სახიფათოა, ამიტომაც სასწრაფოდ მოქმედება მოგვიწია“, - განაცხადა ული ჰიონესმა, კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ.
0
0

dachi8 (2 ოქტომბერი 2017 14:47)

საერთო სადილიოოოოოოოო meravici ალკანტარასთან და ხამესთანოოოო? fudge არ შეიძლება კარლო ასე არააააააა dictor
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.