» » რიბერი: ამ გამოწვევასაც გავუმკლავდები

რიბერი: ამ გამოწვევასაც გავუმკლავდები

5-10-2017, 11:41 -ss- სიახლეები 1

რიბერი: ამ გამოწვევასაც გავუმკლავდები
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, მიღებული ტრავმის მიუხედავად ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და ბავარიულ სპორტულ გამოცემა "tageszeitung"-ის ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში არსებულ ამ რთულ პერიოდს, წარმატებით გაუმკლავდება. შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერის" ვეტერანმა ვინგერმა, ბუნდესლიგის მე-7 ტურში, ბერლინის "ჰერტასთან" გამართულ შეხვედრაში მუხლის არეში დაზიანება მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა.

"რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან დიდ დარტყმას წარმოადგენს, მაგრამ ვინც მე პირადად მიცნობს, მან მშვენივრად იცის, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი ყოფილა, რომელიც წარმატებით დამიძლევია. მე ყოველთვის მებრძოლი ვიყავი და ამ გამოწვევასაც გავუმკლავდები"-ციტირებს 34 წლის შემტევის სიტყვებს გამოცემა tageszeitung-ი.

ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის თანახმად, ფრანკ რიბერის მარცხენა მუხლის არეში მყესების გაწყვეტა დაუდგინდა. მედ-პერსონალის პროგნოზის თანახმად, რიბერი მწვანე საფარზე გასვლას, უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
1
0

dachi8 (5 ოქტომბერი 2017 15:16)

ეჰ რიბო, გაცილება უნდა მოგიწყონ წესით დამსახურებული და საპატიო... danke მადლობა ყველაფრისათვის
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.