» » ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა - „ფენომენი“ „ჩვენ - ეს ჩვენ ვართ“

ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა - „ფენომენი“ „ჩვენ - ეს ჩვენ ვართ“

10-10-2017, 23:15 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 6

ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა - „ფენომენი“ „ჩვენ - ეს ჩვენ ვართ“
დღეს ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა „ფენომენი“ „ჩვენ - ეს ჩვენ ვართ“. საფეხბურთო კლუბი „ბავარია“ - საერთაშორისო წარმატების ისტორია“ ("Das "Mia san mia"-Phänomen. FC Bayern - Eine internationale Erfolgsgeschichte"). კინოფილმი Deutsche Welle-მა გადაიღო.

ყველაზე ტიტულოვანი გერმანული საფეხბურთო კლუბის პოპულარობის საიდუმლო რომ გავიგოთ, კლუბის, რომელიც 5 გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მსოფლიოს საკლუბი თასების თასის გამარჯვებული, 27 გზის გერმანიის ჩემპიონი და 18 გზის გერმანიის თასის მფლობელია, ფილმის ავტორებმა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 50 ათას კილომეტრი გაიარეს, სადაც ისრაელში და განაში, იაპონიაში, ბრაზილიაში, ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში „ბავარიის“ გულშემატკივრებს შეხვდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ხომ საერთაშორისო კლუბი გულშემატკივართა მხრიდან უსმხვილესია პლანეტაზე და 300 ათას ადამიანს ითვლის. შედარებისთვის, „ბარსელონას“ ოფიციალური გულშემატკივრების რაოდენობა - 150 ათასამდეა, მადრიდის „რეალის“ კი - 100 ათასი.

„ჩვენ 20 თანამშრომლით და 12 მილიონი გერმანული მარკის ბრუნვით დავიწყეთ, დღეს კი ბრუნვა 630 მილიონი ევრო გვაქვს და თითქმის 1000 თანამშრომელი“, - ყვება ფილმში კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელიც 1979 წელს ყველაზე ახალგაზრდა საფეხბურთო მენეჯერი გახდა გერმანიაში, რომელმაც მიზნად დაისახა „ბავარია“ მსოფლიოში ცნობადი მარკა გაეხადა.

ფილმში, რომელიც „ბავარიაზეა“ სიტყვა მიეცათ არა მხოლოდ მის ლეგენდებს, როგორებიც ული ჰიონესი, ოლივერ კანი ან ფილიპ ლამია, არამედ ფეხბურთელებსაც მთელი მსოფლოს მასშტაბით, რომლებიც სხვადასხვა წლებში რეკორდმაისტერის ფერებს იცავდნენ და მის დიდებას ქმნიდნენ.

85 წუთიანი ფილმი „ბავარიის“ ისტორიაში წარმატებებსა და კრიზისებს გვახსენებს, ასევე ტრაგიკულ ისტორიებს ცალკეულ ფეხბურთელებზე, რომლებმაც შეძლეს გამოევლინათ კლუბში ის, რასაც შეიძლება დაარქვა „კლუბის სული“.

„ჩვენ ვცდილობდით შეგვექმნა ექსტრაორდინალური ფილმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მაყურებელს ახლოდან დაენახა შიდა ცხოვრება და გაეგო ამ განსაკუთრებული კლუბის ფენომენი“, - იძახის DW-ს სპორტული რედაქციის დირექტორი ჰერდინ ვიპპერი.

[b]გთავაზობთ პრემიერის სრულ ვერსიას/b] ამ ბმულზე გადასვლით My Webpage
1
0

dachi8 (13 ოქტომბერი 2017 22:08)

LEV4NI,
რომ არ ფიგურირებდეს არ უყურებდი არა? kricha
0

LEV4NI (12 ოქტომბერი 2017 21:10)

ლევანდოვსკი ფიგურირებს ამ კინოში???
0

efenbergi 19 (10 ოქტომბერი 2017 23:48)

მაგარია რა საღოლ
0

dachi8 (10 ოქტომბერი 2017 23:39)

სრული ვერსია ინგლისური სუბტიტრებით აქ ვნახე, სხვაგან ჯერ ვერა My Webpage
0

muller13 (10 ოქტომბერი 2017 23:27)

ოოო მაგარია.
0

dachi8 (10 ოქტომბერი 2017 23:20)

ვაახ გამაჟრიალა fansbay იმას რა გადაუარეს ფეხებით მაგათი angry

აი ესაა მსოფლიო დონის მარკად გახადო ბავარია განავითარო და მერე სიტყვებით გააცამტვერებენ ვიღაც-ვიღაცეები fufly
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.