» » ჰაინკესის პრეს-კონფერენცია ფრაიბურგთან მატჩის წინ

ჰაინკესის პრეს-კონფერენცია ფრაიბურგთან მატჩის წინ

13-10-2017, 17:09 dachi8 სიახლეები 1

ჰაინკესის პრეს-კონფერენცია ფრაიბურგთან მატჩის წინ
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა, „ფრაიბურგთან“, ბუნდესლიგის მე-8 ტურის მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და გუნდის ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა

„კვირის განმავლობაში ჩვენ მუხლჩაუხრელად ვშრომობდით. ბევრ რამეზე ვიმსჯელეთ და ტაქტიკური მომენტებიც შევიმუშავეთ თეორიაში და პრაქტიკაშიც. მთლიანობაში ვთვლი, რომ გუნდი კარგადაა მომზადებული. დიდი დრო პოზიციურ თამაშს დავუთმეთ და ყველა მოქმედების ზედმიწევნით შესრულებას".

„ვთვლი, რომ გუნდის ასაკი გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. ფიტნესი, მოტივაცია, ფიზიკური მომზადება - აი ესაა მნიშვნელოვანი. ზოგჯერ ზუსტად ფსიქოლოგიური მახასიათებლები თამაშობენ გადამწყვეტ როლს. შეხედეთ „იუვენტუსს“, მათი გუნდის საშუალო ასაკი - 30 წელია. მათ 39 წლის გოლკიპერი ყავთ და ისინი ბოლო წლებში 2-ჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამიტომ ვარ დარწმუნებული არიენ რობენში და ფრანკ რიბერიში. მთავარი ასაკი კი არაა, არამედ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება“.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფეხბურთის თამაში ისე, რომ მოედანზე ყველაფერი თავისთავად ხდებოდეს. წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ გუნდმა თავის თავის ირწმუნოს“.

„არტურო ვიდალი დღეს ინდივიდუალურად მუშაობდა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და არ მინდა გავრისკო. მისი გუნდი ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე და იმედგაცრუებულია, რაც შეეხება ხამეს როდრიგესს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული ფეხბურთი მეტად განსხვავდება ესპანური ფეხბურთისაგან. დროა საჭირო, რომ ყველაფერში ადაპტაცია გაიაროს. მე მას დავეხმარები. ხამესი, ხვალ ნამდვილად არ გამოვა სასტარტო შემადგენლობაში, ის გვიან დაბრუნდა ნაკრებიდან“.

„ჰუმელსი და ბოატენგი მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან, როდესაც ფორმაში იმყოფებიან“.

„ბოლო წლებია ალაბას არ უმართლებდა, ახლა მიზანი იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ კვლავ დაუბრუნდეს უწინდელ ფორმას“.

„სვენ ულრაიხი - კარგი მეკარეა. მან რამოდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს ყველას მოსდის. დაცვა უფრო კომპაქტურად უნდა თამაშობდეს, რომ მას სამუშაო გაუადვილოს“.

„გუნდს იმ ფეხბურთელების გარშემო ავაწყობ, რომლებიც სტაბილურად აჩვენებენ კარგ ფეხბურთს, ავტორიტეტით სარგებლობენ გუნდში და ყოველთვის დემონსტრირებენ მაღალ პროფესიონალიზმს. ჩვენს გუნდში მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან“.
„გუნდის შემადგენლობა ახლა უკეთესია, ვიდრე მაშინ, როდესაც ტრებლი მოვიგეთ“.

„რაც შეეხება „ფრაიბირგს“, ძალიან არასასიამოვნო მოწინააღმდეგეა. ისინი აგრესიულები და კარგად მომზადებულნი არიან ტაქტიკურად. დიდი პატივისცემით ვართ განსმჭვალულნი მათ მიმართ. ხვალინდელი მატჩი ადვილი არ იქნება“ - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

ბუნდესლიგის მე-8 ტურის მატჩი ბაიერნი - ფრაიბურგი, „ალიანც არენაზე“ ხვალ თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.
2
0

-ss- (13 ოქტომბერი 2017 18:13)

აუ როგორ ველოდები ამ თამაშს bayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.