ჰუმელსი: მაქსიმალური მობილიზება გვმართებს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ჰუმელსი: მაქსიმალური მობილიზება გვმართებს

ჰუმელსი: მაქსიმალური მობილიზება გვმართებს

19-10-2017, 16:06 -ss- სიახლეები 0

ჰუმელსი: მაქსიმალური მობილიზება გვმართებს
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ თანაგუდელებს, მაქსიმალური მობილიზებისაკენ მოუწოდებს. 28 წლის უკანახაზელის განცხადებით, კლუბის თითოეული ფეხბურთელი ვალდებულია საჭირო კონცენტრაცია მოიკრიბოს, რათა "ბავარიამ" ევროპულ საფეხბურთო ელიტაში, კუთვნილ ადგილზე დაბრუნება შეძლოს.

"ნამდვილად, "ბავარიის" ფეხბურთელებს მართებთ, მეტი მობილიზება გამოიჩინონ და გარკვეული სათამაშო ასპექტები უკეთ განახორციელონ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ გუნდში ყველაფერი ცუდათ არის, მაგრამ ნათელია, რომ არც იმ საფეხურზე ვიმყოფებით, სადაც უნდა ვიყოთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ევროპული გრანდების ჩამონათვალში ვირიცხებოდეთ. ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგება უნდა დალაგდეს, ეს მნიშვნელოვანია" - ციტირებს "ბავარიელთა" ცენტრალური მცველის სიტყვებს გამოცემა Sport1-ი.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნი" თავის მომდევნო შეხვედრას ამჯერად გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით, სტუმრად საფეხბურთო კლუბ "ჰამბურგის" წინააღმდეგ გმართავს. 21 ოქტომბერს, ჩანიშნული ზემოხსენებული მატჩი სტარტს, თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.