» » ჰაინკესი: "მუშაობა, მუშაობა და კვლავ მუშაობა"

ჰაინკესი: "მუშაობა, მუშაობა და კვლავ მუშაობა"

21-10-2017, 01:14 dachi8 მიმოხილვა 0

ჰაინკესი:
ეს შემოდგომა „ბავარიელებისთვის“ უბრალოდ შესანიშნავად მიმდინარეობს! უკვე რამოდენიმე დღეა რაც მიუნხენში სითბო და მზიანი ამინდია, ხოლო 2 მოგების წყალობით, საერთო ანგარიშით 8:0 რეკორდმაისტერის რიგებშიც მზიანი განწყობა სუფევს. შესანიშნავი წინაპირობაა იმისათვის, რომ „ჰამბურგთან“ მატჩშიც ეს გამარჯვებების სერია გააგრძელდეს და პოზიტიურად განეწყონ მოახლოებული მნიშვნელოვანი მატჩების წინ.

„სელტიკთან“ მატჩისგან“ ეს სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა, რომელიც თვლის, რომ მის გუნდს წინ რთული ამოცანა ელოდება. „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ წინა შეხვედრების ისტორიიდან გამომდინარე, არ ღირს მეტოქის არ შეფასება. თვითონ ჰაინკესი ბოლო დღეების განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა მეტოქეს. „ეს გუნდი გაცილებით უკეთესია იმაზე, რა შედეგებსაც დებს. ჩვენ მათთან დიდი პატივისცემით მივემგზავრებით“.

2 საშინაო მატჩში 2 მოგების შემდეგ, ჰაინკესი თავისი გუნდისგან ძლიერ ფეხბურთს ელოდება. „ჩვენ გასვლაზეც ისეთივე ძლიერი და გუნდური ფეხბურთის დემონსტრირება უნდა შევძლოთ. უნდა დავამტკიცოთ რომ წინა 2 მოგება შემთხვევითი არ ყოფილა. ჩვენი თავით კმაყოფილები არ უნდა ვიყოთ. მხოლოდ კარგი სტარტი გვქონდა, არც მეტი და არც ნაკლები“.

დიდ როტაციას ადგილი არ ექნება

„ჩვენ 2 მატჩი 0-ზე ჩავატარეთ, მაგრამ მეტოქეს მაინც მივეცით მომენტების შექმნის შესაძლებლობა. სტაბილურობა გვაკლია და დაცვაში ჩვენი მოქმედებები უნდა გავაუმჯობესოთ, შეთანხმებულად უნდა ვმოძრაობდეთ წინ და უკან. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ, ვიმუშაოთ და კიდევ ერთხელ ვიმუშაოთ!“

შუალედური შედეგები შეიძლება შეჯამდეს ნოემბრის დასაწყისში, „ჰამბურგის“ (ბუნდესლიგა), „ლაიფციგის“ (ბუნდესლიგა და გერმანიის თასი), „სელტიკის“ (ჩემპიონთა ლიგა) და დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (ბუნდესლიგა) მატჩების შემდეგ. „ამ მატჩებში ჩვენ ჩვენი დონე უნდა ვაჩვენოთ“, - ითხოვს ჰაინკესი.

შესაძლო სასტარტო შემადგენლობა ჰაინკესს არ დაუსახელებია და მატჩის დაწყებამდე საიდუმლოდ შეინახა, მაგრამ აღნიშნა, რომ დიდ როტაციას ადგილი არ ექნება. „ჩემი გამოცდლებიდან შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში თავდაჯერებით უნდა ავივსოთ და ტემპი ავკრიფოთ. როტაციის განხორციელება მაშინ შეიძლება, როდესაც შენ დარწმუნებული ხარ, რომ ეს აუცილებელია“. გადაწყვეტილებას სასტარტო შემადგენლობაზე „ბავარიელების“ მწვრთნელი, საბოლოო ვარჯიშის შემდეგ მიიღებს. „ვნახავთ, თუ როგორ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადოფნაში არიან ფეხბურთელები და იქ გადავწყვიტავთ“.

„ჰამბურგი“ საბრძოლო განწყობაზეა

მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობა გამოვა ჰამბურგში, მას ძლიერი წინააღმდეგობა ელოდება. „დინოზავრების“ მთავარი მწვრთნელი მარკუს გისდოლი პოზიტიურად აზროვნებს: „რა თქმა უნდა, ბევრი რამ უნდა აეწყოს ერთმანეთს, მაგრამ შანსი ყოველთვის არის“. ამასთან, გისდოლმა „ბავარიელების“ „სელტიკთან“ ჩატარებული თამაში შეაქო. „ანგარიში თავისუფლად შეიძლებოდა 6:0 ან 7:0 გამხდარიყო. ჩვენ წინ რთული მატჩი გველოდება“.

შაბათს გისდოლის გუნდს 18 წლის ვასილიე იანიჩიჩი გამოაკლდება, რომელსაც ვირუსული ინფექცია აქვს. ხოლო სეად სალიხოვიჩს ფეხის ტრავმა აქვს. ვინგერები - ტატსუია იტო და ფილიპ კოსტიჩი კი პირიქით, ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ და სავარაუდოდ მატჩში შეზღუდული დროის განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.