» » კომენტარები: ჰამბურგი 0 - 1 ბაიერნი

კომენტარები: ჰამბურგი 0 - 1 ბაიერნი

22-10-2017, 02:48 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: ჰამბურგი 0 - 1 ბაიერნი
მე-3 თამაში და მე-3 მოგება, რეკორდმაისტერის ლეგენდარული ტრებლის ავტორის, იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ. „ჰამბურგთან“ მინიმალურმა მოგებამ მიუნხენელები ქულებით „დორტუნდთან“ გაათანაბრა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „ასეთი თამაშები უნდა მოვიგოთ და ჩვენ ეს გავაკეთეთ. სჩანდა, რომ „ჰამბურგი“ მეტად მოტივირებული იყო, ბრწყინვალედ მოქმედებდა ორთაბრძოლებში. ტრიბუნები გუნდს წინ უძღვებოდნენ, ხოლო, ფეხბურთელები მაქსიმუმს იღებდნენ პირველიდან ბოლო წუთებამდე. თავიდანვე გაგვიჭირდა. ჩვენი ტემპი ვერ ავკრიფეთ, ხოლო, პოზიციური თამაში არც თუ ისე წარმატებულად გამოგვდიოდა. შესვენების შემდეგ უკეთესი გახდა, ამით კმაყოფილი ვიყავი. ძალიან ბევრი მომენტები შევქმენით. მხოლოდ მისი რეალიზება იყო საჭირო. როდესაც ტაბლოზე 2:0-ია, მაშინ თამაში უკვე გაკეთებული გაქვს. აქ კი ჩვენ მოგვიწია შედეგისთვის მატჩის ბოლომდე გვერბინა. მიულერს დიაგნოზს გამოკვლევების შედეგად დაუსვამენ. ის იძახის, რომ მას უბრალოდ კრუნჩხვები და გამაგრება აწუხებდა. ვიმედოვნებ, რომ ამაზე მეტი არაფერია“.

კორენტენ ტოლისო: „ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ჩვენ ვიცოდით როგორ ითამაშა დორტმუნდმა. ამან მოტივაცია შეგვძინა. თამაში ძალიან რთული გამოდგა. ჩვენ იმ ფეხბურთის ჩვენება არ გამოგვდიოდა, რომელსაც მივეჩვიეთ. ბოლოსკენ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო“.

მარკუს გისდოლი („ჰამბურგის“ მწვრთნელი): „ყოველთვის მიჭირს კმაყოფილი ვიყო მარცხით. თუ თამაშის შინაარსს შევხედავთ, დღეს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც კი შესაძლებელი იყო. გაძევებამდე ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებდა, შემდეგ კი თამაში უკვე სხვა სცენარით წარიმართა. გაძევების ეპიზოდი საკვანძო აღმოჩნდა. ჩვენ კიდევ შეგვიძლია მოვუმატოთ, მაგრამ შესანიშნავი იქნებოდა, დღევანდელი ჩვენი მონდომება 1 ქულით რომ დაჯილდოვებულიყო“.

გიდეონ იუნგი („ჰამბურგის“ ფეხბურთელი): „რა თქმა უნდა მე უხეშად ვითამაშე მეტოქის წინააღმდეგ. მაგრამ განზრახვა არ მქონია ტრავმა მიმეყენებინა. ბურთზე მსურდა თამაში. მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია კინგსლი კომანის წინაშე. წესების დარღვევა იყო და მას ადვილი გადაწყვეტილება არ მოჰყოლია. ჩემი აზრით, არ იყო იმის საჭიროება რომ წითელი ბარათი ეჩვენებინათ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.