გერმანიის თასი: ბაიერნი 1/8-ში დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება
აი ეს მესმის! გერმანიის თასის 1/8-ში „ბავარია“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება. კვირა საღამოს გამართულ კენჭისყრაზე, რეკორდმაისტერს ძველი კარგად ნაცნობი მეტოქე შეხვდა. მატჩი „ალიანც არენაზე“ ჩატარდება.
„ვნახოთ, თუ ვის შეგვახვედრებს ეფენბერგი კენჭისყრაზე. ვიმედოვნებ, საშინაო მატჩი იქნება“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ოთხშაბათს, გერმანიის თასზე „ლაიფციგთან“ გამარჯვების შემდეგ.
გერმანიის თასის 1/8 ფინალური მატჩები 19 და 20 დეკემბერს გაიმართება. „ბავარიისა“ და „ბორუსიის“ დაპირისპირების ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 1-ელ რაუნდში „ბავარიამ“ „კემნიცერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მე-2 რაუნდში პენალტების სერიაში „ლაიფციგი“ ჩამოიტოვეს.
მე-3 რაუნდის დაპირისპირებები კი ასე გამოიყურება:
ბაიერნი vs დორტუნდი
მაინცი vs შტუტგარტი
ნიურნბერგი vs ვოლფსბურგი
შალკე vs კიოლნი
ჰეიდენჰეიმი vs აინტრახტი’
ვერდერი vs ფრაიბურგი
პადერბორნი vs ინგოლშტადტი
მ. ბორუსია vs ლევერკუზენი