» » გლაზგოში კომანთან ერთად, მაგრამ ლევანდოვსკის გარეშე

გლაზგოში კომანთან ერთად, მაგრამ ლევანდოვსკის გარეშე

30-10-2017, 16:28 dachi8 სიახლეები 0

გლაზგოში კომანთან ერთად, მაგრამ ლევანდოვსკის გარეშე
ლევანდოვსკის გარეშე, მაგრამ კინგსლი კომანთან ერთად „ბავარიელები“ ორშაბათს დილას გლაზგოსკენ გაემართნენ, სადაც ხვალ საღამოს „სელტიკთან“ მატჩი გაიმართება. ფრანგმა მუხლის დაზიანების გამო „ლაიფციგთან“ შაბათის მატჩი გამოტოვა. შეძლებს თუ არა ის „სელტიკთან“ თამაშს, ამას მთავარი მწვრთნელი ადგილზე გადაწყვეტს. კვირას კომანმა ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა.

რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენში დარჩა. ეს მხოლოდ პრევენციის მიზნით გაკეთდა, ჰაინკესს არ სურს ზედმეტად გარისკოს თავისი ფორვარდით. შაბათს ლევანდოვსკი კუნთის მცირე პრობლემების გამო „ლაიფციგთან“ მატჩის მიმდინარეობისას შეცვალეს. „სპაზმისავით მქონდა“, - იძახის პოლონელი.

„ბავარიის“ 19 ფეხბურთელი გლაზგოში გაემგზავრა. ლევანდოვსკის არყოფნის გამო განაცხადში U19-ის თავდამსხმელი მანუელ ვინტცჰაიმერი მოხვდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ძირითად გუნდში უკვე ნათამაშები აქვს, ზაფხულის წინასასეზონო მომზადების პერიოდში. მიმდინარე სეზონში ვინტცჰაიმერმა U19-ის შემადგენლობაში 11 მატჩში 15 გოლი გაიტანა, ხოლო „ბავარიის“ დუბლში, 4 მატჩში, 4 გოლი აქვს გატანილი.

ხუან ბერნატმა, რომელმაც ზაფხულში მიიღო ტრავმა, უკვე გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიშებში მონაწილეობა, მაგრამ ესპანელი, მანუელ ნოიერის, თომას მიულერისა და ფრანკ რიბერის მსგავსად მიუნხენში დარჩა.

გლაზგოში „ბავარიის“ შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრნენ:
ულრაიხი, შტარკე, ზიულე, ჰუმელსი, ტიაგო, მარტინესი, რობენი, ხამესი, რაფინია, ბოატენგი, რუდი, ვიდალი, ტოლისო, კიმიხი, ალაბა, კომანი, ფრიდლი, ფრიუხტლი, ვინტცჰაიმერი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.