» » ჰაინკესი: კიმიხს ბრწყინვალე კარიერა ელის

ჰაინკესი: კიმიხს ბრწყინვალე კარიერა ელის

13-11-2017, 16:54 -ss- სიახლეები 2

ჰაინკესი: კიმიხს ბრწყინვალე კარიერა ელის
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, იოშუა კიმიხის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და ახალგაზრდა "ბავარიელს" ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებს. ლეგენდარული სპეციალისტის განცხადებით, კიმიხი საკუთარ ასაკთან შედარებით საუცხოო მახასიათებლებით გამოირჩევა და მიუნხენური კლუბის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს.

"კიმიხი ფლობს ისეთ საფეხბურთო მახასიათებლებს, რომელიც როგორ წესი უფრო გამოცდილ ფეხბურთელებში გვხვდება. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, თომას მიულერი და მანუელ ნოიერი. დარწმუნებული ვარ მას ბრწყინვალე კარიერა ელის. "ბაიერნი" კიმიხის ტრანსფერით მოგებულია"-ციტირებს გერმანული საინფორმაციო გამოცემა Die Welt-ი, იუპ ჰაინკესის სიტყვებს.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, "ბავარიელთა" დამრიგებელი ასევე შეეხო კლუბში არსებულ მდგომარეობას და შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: " ვიცი რომ ბოლო შეხვედრებში ჩვენ წარტამტებულები ვიყავით. ის რომ თითოეული ფეხბურთელი მონდომებულია და ცდილობს გაიღოს მაქსიმუმი, წარმოადგენს წარტმატებული ასპარეზობის გადამწყვეტ ფაქტორს. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ გუნდში დომინირებს ურთიერთნდობის ატმოსფერო. აქ ყოველი ფეხბურთელი ჰპოვებს აღიარებას"-აღნიშნა ჰაინკესმა
1
1

-ss- (14 ნოემბერი 2017 10:59)

dachi8,
ცოდვა გამხელილი ჯობიაო და ნაღდად არ მეგონა ლამის მერე კიმიხის იმედი თუ მექნებოდა. სასიამოვნოდ გაგვაკვირვა ყველა, ძალიან მაგარი ბიჭია
1

dachi8 (13 ნოემბერი 2017 18:38)

ჰაინკესმა ასე ბრძანა: კიმიხი ბაიერნისთვის ღმერთის საჩუქარიაო kricha

ისე ხომ არაფრით გამოირჩება კიმიხი, მაგრამ თავისი ხასიათით და ჟინით ბევრ კლუბს არ აწყენდა. ასეთები უნდა იყვნენ ბევრნი კლუბში. თავს რომ დებენ თითოეულ მატჩში.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.