» » ელბერი: "ბაიერნს" ლევანდოვსკის შემცვლელი ესაჭიროება

ელბერი: "ბაიერნს" ლევანდოვსკის შემცვლელი ესაჭიროება

17-11-2017, 12:20 -ss- სიახლეები 0

ელბერი:
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი ელბერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" პოლონელი შემტევის, რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელზე საუბრობს. ვეტერანი "ბავარიელის" განცხადებით, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა, წარსული შეცდომების განმეორებას არ აპირებს და უახლოეს სატრანსფერო პერიოდში, ადეკვატურ შენაძენს განახორციელებს.

"ბავარიაში" წარსული გაკვეთილიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანეს და მივიდნენ იმ აზრამდე, რომ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი ესაჭიროება. გასულ საფეხბურთო სეზონში, ლევანდოვსკი მიღებული ტრავმის გამო მადრიდის "რეალთან" გამართულ შეხვედრაში არ ყოფილა. ვფიქრობ, კლუბში სწორედ მაშინ შეიგრძნეს , რომ ალტერნატივა აუცილებელია. ამის შესახებ თავად ფეხბურთელიც კი საუბრობდა."

"თუკი სატრანსფერო ბაზარზე გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელიც ადეკვატური დონის იქნება, ვფიქრობ "ბაიერნი" მის შეძენას შეეცდება. "ბავარია" არ აპირებს იყიდოს ნებისმიერი შემტევი პოზიციის ფეხბურთელი, მათ მხოლოდ და მხოლოდ ცენტრ-ფორვარდი ესაჭიროებათ. რაც მთავარია, ეს ფეხბურთელი "ბაიერნის" დონეს უნდა აკმაყოფილებდეს"-ციტირებს ჯოვანი ელბერის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.

რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, გერმანული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმაც. "ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, ჩვენი დახმარება თომას მიულერსაც შეუძლია, გარდა ამისა არის შესაძლებლობა რომ ხსენებულ პოზიციაზე, ხამეს როდრიგესმაც ითამაშოს, მაგრამ მე არ მსურს თავდამსხმელის ამპლუაში სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, რომელიც გერმანულად ვერ საუბრობს"-აღნიშნა "ბავარიელთა" დამრიგებელმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.