უეფამ „ბავარიასთან“ დაკავშირებით საქმე აღძრა
უეფამ „ბავარიასთან“ დაკავშირებით საქმე აღძრა, რომლის გულშემატკივრებიც მოედამზე ყალბ კუპიურებს ისროდნენ.
უეფამ დისციპლინარული საქმე აღძრა, ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის „ანდერლეხტი“ – „ბავარია“ (1:2) მატჩის შემდეგ, რომელიც ბრიუსელში 22 ნოემბერს შედგა.
„ბავარიას“ ბრალდებები წაუყენეს, გულშემატკივრების მხრიდან მოედანზე უცხო ნივთების სროლისა და სტუმართა ტრიბუნაზე გამოფენილი აკრძალული ბანერისათვის.
საქმეს 7 დეკემბერს, უეფას დისციპლინის საკონტროლო და ეთიკის ინსტანციები განიხილავენ, გვაცნობებს ორგანიზაციის ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ „ბავარიის“ გულშემატკივრებმა მოედანზე მატჩის მიმდინარეობისას ყალბი კუპიურები ისროლეს და ამით უკმაყოფილება გამოხატეს ბილეთების მაღალ ფასებთან დაკავშირებით. 1 ბილეთის ფასი სტუმართა სექტორში 100 ევროს აღწევდა. ამის გარდა გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს წარწერით - „საბოლოოდ კმაყოფილები ხართ თქვენი სიძუნწით?“