Kicker : რობენი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » Kicker : რობენი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს

Kicker : რობენი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს

24-11-2017, 14:59 -ss- სიახლეები 0

Kicker : რობენი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლოს, საკლუბო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ვეტერანმა "ბავარიელმა", ინტერნეტ-გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 33 წლის ვინგერის განცხადებით, მას ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მოვლენების განვითარებას აკვირდება.

"საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასასრულს, შეიძლება ბუცები ლურსმანზე დავკიდო ან პირიქით, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში კიდევ სამი წელი ვითამაშო. მსურს ფეხბურთიდან რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღო და ვაჩვენო შესაბამისი დონის თამაში. ეს ყველაფერი კი რამდენ ხანს გასტანს, ნამდვილად ვერ გეტყვით"-აღნიშნა რობენმა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიუნხენის "ბაიერნსა" და ჰოლანდიელ ფებურთელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. მოხდება თუ არა ხსენებული ხელშეკრულების გაგრძელება, ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, არიენ რობენმა მიუნხენური კლუბის მაისურით სულ 18 შეხვედრაში მიიღო მანაწილეობა. გამოირჩა სამი გატანილი გოლით და ოთხი შედეგიანი გადაცემით.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.