» » 2017 წლის ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა

2017 წლის ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა

26-11-2017, 15:40 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 2

2017 წლის ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა
“ბავარიამ“ საუკეთესო ფინანსური მაჩვენებლები დააფიქსირა თავის 117 წლიან ისტორიაში. 2016/17 სეზონში კონცერნის წლიურმა ბრუნვამ 640.5 მილიონ ევროს მიაღწია, მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის და ცვეთის გამოკლებამდე 22,2 %-ით გაიზარდა და 66,2 მილიონი ევრო შეადგინა. გადასახადების გადახდის შემდეგ კი 39,2 მილიონ ევროზე შეჩერდა, რაც წინა წელთან შედარებით 18,6%-ით მეტია.


2017 წლის ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა


იან-კრისტიან დრეეზენი (ფინანსური დირექტორი: „თუმცა „ბავარია“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალიდან გავარდა და გერმანიის თასის ფინალში ვერ გავიდა, რის გამოც წინა წელთან შედარებით საკმაოდ სოლიდური თანხები დაკარგა, მან შეძლო ახალი რეკორდი დაემყარებინა და წლიურმა ბრუნვამ 640,5 მილიონი ევრო შეადგინა, მოგებამ კი პროცენტის, მოგების გადასახადის და ცვეთის გამოკლებამდე 149,1 მილიონი ევრო შეადგინა“

„დიდებული სპორტული შედეგები და ამასთან ერთად მზარდი ფინანსური ძალა „ბავარიას“ უფლებას აძლევს ივესტიცია გააკეთოს ფეხბურთელების კონტრაქტებში. ამგვარად, ჩვენ მომავალშიც ვრჩებით კონკურენტუნარიანი ევროპული ფეხბურთის ტოპ--ელიტაში, აგრძელებს დრეეზენი. - ყველა ჩვენი ეკონომიკური მისწრაფებები მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ: სპორტული შედეგების მაქსიმიზაცია“.

იზრდება ასევე კლუბის წევრების რაოდენობაც. წინა წელთან შედარებით (284,041 ათასი) 2017 წლის ნოემბრის მონაცემებით უკვე 290 000 ათას წევრზეა ასული.


2017 წლის ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა


„ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ თავის გამოსვლაში საქებარი სიტყვები არ დაიშურა „ბავარიის“ ახალი სპორტული დირექტორის - ჰასან სალიჰამიჯიჩის მიმართ: „ჰასანი ძალიან მოტივირებულია, მისი აზრები ნათელია და სტრუქტურიზებული, ის როგორც ფუტკარი ისე მუშაობს. მას ახალი იდეები და ნათელი კონცეფციები აქვს“ - იძახის რუმენიგე და მას სახალხოდ „სრულ ნდობას“ უცხადებს.

რუმენიგემ თავის გამოსვლაში ასევე ის ფეხბურთელები გაიხსენა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კლუბის წარმატებაში და მიმდინარე წლის ზაფხულში კლუბი დატოვეს.

პერსონალურად, რუმენიგემ ფილიპ ლამი და ხაბი ალონსო გამოყო, რომლებმაც უკვე დაასრულს პროფესიული კარიერა, ასევე ჰოლგერ ბადშტუბერიც, რომელიც ამჟამად „შტუტგარტის“ ფერებს იცავს.
„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ „ბავარიაში“ თქვენთვის ყოველთვის ღიაა კარი“ - მიმართა 62 წლის სპეციალისტმა ხაბი ალონსოს, ფილიპ ლამსა და ჰოლგერ ბადშტუბერს.


რუმენიგე ირწმუნება, რომ „ბავარია“ არ დახარჯავს ასტრონომიულ თანხებს ფეხბურთელების შეძენაში. „ბავარიას“ ექნება სოლიდური და სერიოზული ეკონომიკა, როგორც ადრე, მაგრამ განვაგრძობთ პროგრესირებას და განვითრებას“, - დაპირდა შეკრებილ საზოგადოებას რუმენიგე და შესთავაზა ფეარ-ფლეის გამკაცრება. განსხვავებებზე ლაპარაკისას, 1980 წლის ევროპის ჩემპიონმა მაგალითისთვის ახალი ახალგაზრდული ცენტრი მოიყვანა „მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდის მომავალი ფუნდამენტისთვის“ და ასევე „ალიანც არენა“, „ჩვენი დიდი სიამაყე“.

რეკორდმაისტერს კვლავ სურს თავის სახლში ინვესტიციების ჩადება. ასევე, მიუნხენელებს სურთ დიდი ყურადღება გარემოს დაცვას დაუთმოს და რესურსების რაციონალურ გამოყენებას. კერძოდ, სასმელები სტადიონზე მხოლოდ ტარაში გაიცემა, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების იქნება.

თავისი სიტყვის დასასრულს, რუმენიგემ კიდევ ერთხელ კლუბის მომავალზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ „ბავარიის“ ინტერნაციონალიზაციას ალტერნატივა არ გააჩნია. მომდევნო ზაფხულს გუნდი კვლავ გაემგზავრება ამერიკის ტურნეში, მაგრამ რუმენიგეს სიტყვებით „ეს ტურნე შედარებით მოკლე იქნება“ და მხოლოდ 1 კვირა გასტანს. „ამგვარად, 2018 წელს ჩვენ 50 კვირას გერმანიაში გავატარებთ და 2 კვირას საზღვრებს გარეთ. ჩვენ - ბავარიული კლუბი ვართ, ჩვენ მიუნხენურ კლუბად ვრჩებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ - ღია კლუბი ვართ მსოფლიოსთვის, რომლის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტნი და მეტნი ხდებიან“.



2017 წლის ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა


„ბავარია“ კვლავ შესანიშნავ მდგომარეობაშია, ყველაფერი მშვენივრადაა“, - კმაყოფილებით აღნიშნა თავის გამოსვლაში კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.

იუპ ჰაინკესის დაბრუნებას ული ჰიონესმა „იღბალი“ უწოდა. „მისი დაბრუნების მომენტიდან 9 მატჩი ჩავატარეთ და 9-ვე მოვიგეთ“ ჰიონესმა აღნიშნა, რომ კლუბში „განწყობის ცვლილება მოხდა“, და სპორტული დირექტორის ჰასან სალიხამიჯიჩის როლს ამაში ხაზი გაუსვა: „მან დიდი წვლილი შეიტანა ამის განვითარებაში. ჰასანი ყოველთვის შესანიშნავ განწყობაზე იმყოფება, ყოველთვის მუხლჩაუხრელად შრომობს და ყოველთვის მზადაა კლუბის სამსახურში იმყოფებოდეს დღე და ღამე“- შეაქო ჰიონესმა „ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი.

კიდევ ერთ პოზიტიურ ასპექტად იმ ღამეს პარიზში ული ჰიონესის აზრით გახდა „მისი დაახლოება“ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დროის შემდეგ, პრეზიდენტად დაბრუნებისას ეს „ადვილი არ ყოფილა“, გამოტყდა ჰიონესი, „იმ ღამემ და მომდევნო კვირებმა ჩვენ კვლავ დაგვაახლოვა და მჭიდროდ დავიწყეთ ერთმანეთთან თანამშრომლობა. ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ ამ თანამშრომლობით და ჩვენი აზრები ყველა საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. ერთად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კლუბმა კვლავაც გააგრძელოს განვითრება“.

ჰიონესის მე-2 დიდი გატაცება ეს კალათბურთია. „ბავარიის“ საკალათბურთო გუნდი ამ მომენტისათვის ჩემპიონატის ცხრილში ლიდერია. „ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საფეხბურთო გუნდის მიღმა, მიუნხენში ასევე კალათბურთის გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია გერმანიის ჩემპიონი გახდეს. მათი თამაშის თვალის დევნება ერთი სიამოვნებაა“.

იგეგმება, რომ 2020 ან 2021 წელს „ბავარიის“ კალათბურთელები ახალ არენაზე გადავლენ. „ამასთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელობასთან პოზიტიური და კონსტრუქციული მოლაპარაკებები გავმართეთ“, - ხსნის ჰიონესი. ახალი ხოკეისა და კალათბურთის დარბაზები ახლანდელი ველოსიპედების დარბაზების მაგივრად გაჩნდება, ოლიმპიურ ცენტრში. მაყურებლის ტევადობა კი 10 000-დან 11000-მდე იქნება. ჰიონესმა აღნიშნა, რომ დარბაზი „ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობას“ მიიღებს.

თავისი სიტყვის დასასრულს ჰიონესმა შემდეგი განაცხადა: „საქმეებს შორის უნდა ისწავლო კმაყოფილების განცდა არ დაკარგო. დღეს, აქ ვდგავარ როგორც „ბავარიის“ პრეზიდენტი და როგორც ადამიანი სრულიად, ყველაფრით კმაყოფილი. თითოეულმა იცის, რომ მე შემდეგი კატეგორიით ვფიქრობ - „ბავარია“ ყველაზე უპირატესია“, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცოტაოდენი ნაკლები წარმატება სპორტში, სამაგიეროდ უფრო მეტი მშვიდობა სირიაში ნამდვილად კარგი იქნებოდა“.
2
0

dachi8 (26 ნოემბერი 2017 16:45)

-ss-,
შარშანდელი ბრუნვა 627 მილიონი იყო, ახლა 640 მილიონია. დიდად არაფერი არ შეცვლილა. მოგებაც მიზერულია სხვა კლუბებთან შედარებით. ის ახალგაზრდული ცენტრი 90 მილიონი დაუჯდათ და 4 წელი უნდა ვიხადოთო. ამ ტემპებით, რთულია 1 ფეხბურთელში 100 მილიონი გადაიხადონ, მესმის ამათი, როდესაც ფეხბურთელებს არ ყიდი, ვერც ყიდულობ.

მაგრამ 2 ძირითადი ვინგერი აუცილებლად უნდა მოიყვანონ მაღალი კლასის, ესეც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემია და ალიანც არენა.
0

-ss- (26 ნოემბერი 2017 16:28)

კარგია კლუბის ეკონომიკა რომ ძლიერდება მაგრამ შენაძენებზეც უნდა ასახონ ეს. 50 და 60 მილიონიანი ტრანსფერები სანატრელი არ უნდა იყოს ბავარიაში.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.