» » ლიოვმა შესაძლოა 2019 წელს ბავარია ჩაიბაროს

ლიოვმა შესაძლოა 2019 წელს ბავარია ჩაიბაროს

27-11-2017, 16:46 dachi8 სიახლეები / ჭორები 0

ლიოვმა შესაძლოა 2019 წელს ბავარია ჩაიბაროს
როგორც ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild-ი იუწყება, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, შესაძლოა მომავალში „ბავარიის“ მთავარ მწვრთნელად მოგვევლინოს.

რამოდენიმე ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცის იმის შესახებ, რომ მიუნხენელებს განზრახული აქვთ ლიოვი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კლუბში მოიწვიონ, თუმცა თვითონ მწვრთნელმა ეს ინფორმაცია უარყო. ამავე დროს ამჟამინდელი „ბავარიის“ მთავარი მწვთნელის იუპ ჰაინკესის კონტრაქტი რეკორდმაისტერთან მხოლოდ 2017/18 წლის სეზონის ბოლომდე მოქმედებს, ხოლო კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი იმედოვნებს, რომ 72 წლის სპეციალისტს კიდევ ერთი წლით მუშაობაზე დაითანხმებს.

თუმცა იუპ ჰაინკესმა, ამ საკითხზე გადაჭრით განაცხადა: „ჰიონესის სიტყვები ჩემს შესახებ? ყოველთვის ერთი და იგივე კითხვა მეორდება, მაგრამ ჩვენ ხომ ნათლად აღვნიშნეთ, რომ მე მხოლოდ სეზონის ბოლომდე ვიმუშავებ. მანამდე კი კლუბისათვის უფრო ადვილი იქნება შესაბამისი დონის მწვრთნელის მოძებნა. ჰიონესი უბრალოდ ემოციებს აჰყვა. აშკარაა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე საკითხი გადაიჭრება“, - იძახის იუპი.

გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild -ზე დაყრდნობით, ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებს დატოვებს და 1 წლის შემდეგ შეძლებს „ბავარიის“ ჩაბარებას. აღსანიშნავია, რომ გერმანულ საფეხბურთო კავშირთან მისი კონტრაქტი 2020 წლის 31 ივლისამდეა გათვლილი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.