» » ჰაინკესის ფავორიტი ტუხელია

ჰაინკესის ფავორიტი ტუხელია

30-ნოე-2017, 20:36
0296
როგორც რამოდენიმე ხნის წინ „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, იუპ ჰაინკესი კლუბში, როგორც დაანონსებული იყო, მხოლოდ ამ სეზონის ბოლომდე დარჩება, თუმცა მოგვიანებით პრესას გაუმხილა, რომ ახალი მწვრთნელის არჩევაში, იუპი ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას.

მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს, უკვე წარმოდგენილი ყავს „ბავარიელთა“ მომავალი დამრიგებელი. როგორც გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-ი იუწყება, 72 წლის სპეციალისტმა მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას ყოფილი „მაინცისა“ და „ბორუსიის“ გერმანელი მწვრთნელი ტომას ტუხელი ურჩია.

ჰაინკესს ნათქვამი აქვს, რომ „ბავარიისთვის“ უკეთესი იქნება თუ ამ პასუხისმგებლობით სავსე თანამდებობაზე გერმანულენოვან სპეციალისტს დანიშნავდნენ, რადგან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენობრივ ფაქტორს. კარლ-ჰაინც რუმენიგემაც ასევე არ გამორიცხა, ტუხელის კანდიდატურა. გერმანული პრესა აქტიურად განიხილავდა ამ თანამდებობაზე 30 წლის „ჰოფენჰაიმის“ მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის კანდიდატურასაც, თუმცა ჰანკესს, როგორც პრესა იუწყება ნაგელსმანს, ტუხელი ურჩევნია.

აქვე იმის აღნიშვნაც ღირს, რომ "ბავარიის" ყოფილმა ლეგენდარულმა მეკარემ ოლივერ კანმა, ყოფილი კლუბის აქტუალურ თემაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იულიან ნაგელსმანისათვის ნაადრევი იქნება "ბავარიის" დონის გუნდის ჩაბარება, ხოლო "მაინცისა" და "ბორუსიის" ყოფილ მწვრთნელზე ტომას ტუხელზე ეჭვი გამოთქვა, რომ ის რეკორდმაისტერის ფილოსოფიას ვერ მოერგება.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..