» » ემერი: ეს დაუვიწყარი საღამო იქნება

ემერი: ეს დაუვიწყარი საღამო იქნება

5-12-2017, 12:00 -ss- სიახლეები / ანონსი 4

ემერი: ეს დაუვიწყარი საღამო იქნება
საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. 46 წლის სპეციალისტის განცხადებით, "ალიანც არენაზე" შეკრებილ მაყურებელს, წინ დაუვიწყარი საღამო ელის.

"დიახ ეს სიმართლეა, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ევრო-თასებზე ასპარეზობის მდიდარი ისტორია გააჩნია. "პარი სენ-ჟერმენი" ამ მხრივ ახალბედაა და არ შეუძლია საკუთარი ისტორიით დაიკვეხნოს. დღეს ჩვენ ვიხილავთ ორ გუნდს, რომლებიც შეეცდებიან გაიმარჯვონ და ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებისაკენ წარმატებული გზა განაგრძონ. "ბავარია" საკუთარ კედლებში ძალიან ძლიერია. ეს იქნება შესანიშნავი მატჩი, რომელშიც მონაწილეობას ორი ტოპ-კლუბი მიიღებს. მოედანზე კი ვიხილავთ საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის. გულშემატკივრებისათვის ეს ნამდვილი სპექტაკლი იქნება"

"ჩვენს გუნდებს შორის გამართულ პირველ დაპირისპირებაში, "პარი სენ-ჟერმენმა" მოახერხა სწრაფი გოლის გატანა, რამაც "ბაიერნი" იძულებული გახდა წინ დიდი ძალებით წასულიყო. ისევე როგორც პირველ მატჩში, აქაც გადამწყვეტი ფაქტორი მიენიჭება, დაცვიდან შეტევაში ეფექტურ გადასვლას და შემდგომ უკან დაბრუნებას. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ ხარისხიანი ფეხბურთი. გვსურს ბურთი ვაკონტროლოთ, რაც შეიძლება დიდ ხანს. შემტევი ფეხბურთის დემონსტრირება გვწადია. გუნდის მიზანია, საკუთარ ერთგულ გულშემატკივარს დაუმტკიცოს, თუ რამდენად დიდი კლუბი ვართ. ამ ყველაფრის განხორციელების შანსი კი გვაქვს სწორედ ასეთ დიდ შეხვედრაში."-აღნიშნა პარიზული გრანდის დამრიგებელმა.

ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმაც. 72 წლის გამოცდილმა სპეციალისტმა აქცენტი ნეიმარის განეიტრალებაზე აიღო.

"ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ნეიმარის სრული ნეიტრალიზების საკითხი და იგი დანარჩენ გუნდს მოვწყვიტოთ. მე შესანიშნავად ვიცი მისი შესაძლებლობები და ის თუ როგორ აწყობს საკუთარ თამაშს, ამა თუ იმ შეხვედრაში. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ხშირად ვუყურებდი მის შეხვედრებს "ბარსელონას" რიგებში. იგი ძალიან ძლიერი დრიბლინგის მატარებელია და მეტოქე გუნდის კიპერისათვის უაღრესად დიდ საფრთხეს წარმოადგენს"-აღნიშნა ჰაინკესმა.

"პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელი შემტევი ედისონ კავანი კი აღნიშნავს, რომ მის გუნდს პირველი ადგილის შენარჩუნება სურს და ამ მიზნის განსახორციელებლად, კლუბის თითოეული ფეხბურთელი არაფერს დაიშურებს.

"თავდაპირველად, ყველა ჩვენთაგანი ფიქრობდა რომ, ჯგუფში სადაც "ბაიერნი" ასპარეზებს, პირველი ადგილის დაკავება ურთულესი იქნებოდა.მაგრამ ახლა ჩვენ ლიდერის პოზიციაზე ვართ და არ გვსურს ეს ადგილი დავთმოთ. აუცილებელია ფოკუსირება მოვახდინოთ საკუთარ თამაშზე და ეს დავალება წარმატებით გადავჭრათ"-აცხადებს კავანი
1
0

-ss- (6 დეკემბერი 2017 10:36)

dachi8,
უი ეგ არც მახსოვდა. ისე გუშინ ნეიმარი კი გავაჩერეთ მეტ-ნაკლებად, მარა ბამპე გაგვიჭირდა, რასაც ქვია დატანჯა ჩვენი დაცვის ხაზი.
0

dachi8 (6 დეკემბერი 2017 03:46)

-ss-,
2013-ში ბარსასთან მატჩის წინ თქვა იუპმა, გამოვნახავთ მესის შესაჩერებელ საშუალებასო ab
0

-ss- (5 დეკემბერი 2017 14:00)

dachi8,
რომელი ინტერვიუ? გამახსენე ab
1

dachi8 (5 დეკემბერი 2017 13:23)

ადრე მესიზე როგორც თქვა ჰაინკესმა გამახსენდა ab
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.