» » Sport Bild : კანი წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

Sport Bild : კანი წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

14-12-2017, 22:15 -ss- სიახლეები 0

Sport Bild : კანი წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კარის დარაჯი ლეგენდარული ოლივერ კანი, გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, 2003-2004 წლის საფეხბურთო სეზონს იხსენებს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, ძალზედ ახლოს იყო მიუნხენური კლუბის დატოვებასთან. ვეტერანი ბავარიელის განცხადებით, მანჩესტერ "იუნაიტედი" დაინტერესებული იყო მისი ტრანსფერით და უშუალოდ ალექს ფერგიუსონისაგან, კონკრეტული წინადადებაც ჰქონდა მიღებული.

"ალექს ფერგიუსონი ჩემზე დღემდე გაბრაზებულია. იგი ღრმად დარწმუნებული იყო, რომ მე მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდოდი 2003 ან 2004 წელს, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნის" ფორმირების ეპოქა, ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ახლა როდესაც უკან ვიხედები, ვფიქრობ, რომ ხსენებული წინადადება უნდა მიმეღო. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოწვევა იქნებოდა"-აღნიშნა ოლივერ კანმა.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ჟურნალისტებთან საუბრისას ოლივერ კანი ასევე შეეხო, გერმანული გრანდის დომინანტურ მდგომარეობას ქვეყნის ჩემპიონატში და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა: "ვფიქრობ გადამწყვეტი ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგაში კონკურენციის ნაკლებობას განიცდის. ადრე თუ გვიან, წამყვანი ევროპული კლუბები, ერთ ლიგაში იასპარეზებენ"-ციტირებს ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.